''ქარუს'' 2021ანა აბაშიძე, "ქარუს" მარკეტინგის დირექტორი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წლის მიწურულს თითოეული ჩვენგანი ცდილობს შეაჯამოს გასული წელი, გადაავლოს თვალი მიღწევებს, შეცდომებს, წარმატებებს თუ წარუმატებლობებს, და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმოს მომავალი წელი. 2021 წელი ერთგვარად ამოსუნთქვა იყო კორპორაციული სამყაროსთვის. ბევრი სფერო რადიკალურად შეიცვალა, ბევრმა უმნიშვნელო ნიუანსებს სახე უცვალა საიმისოდ, რომ მომხმარებლის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა და მის ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.

狗万官方企业家დაინტერესდა, რა ასწავლა 2021-მა წელმა ქართულ კომპანიებს, რა საკითხები გადააფასებინა და რაზე შეახედა განსხვავებული კუთხით.

ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება "ქარუს" მარკეტინგის დირექტორმაანა აბაშიძემგაგვიზიარა.

პანდემია „ქარუსთვის" ძალიან რთული გამოდგა, ვინაიდან პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებმა უბრალოდ შეწყვიტეს მანქანებით გადაადგილება, რის გამოც შეკეთება და მისი მოვლა ნაკლებად უწევდათ. გარდა ამისა, ხალხი მოვლენების უარესად განვითარების მოლოდინმა შეაშინა და მანქანამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მათთვის უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა იმის დამსახურებით, რომ პატარა კომპანია ვიყავით და შესაბამისად დანახარჯებიც მცირე გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ „გადავრჩით" და როგორც კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდით, ჩვენც ახალი შემართებით განვაგრძეთ საკუთარი საქმის კეთება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენი სერვისის გაუმჯობესებაზე, მის დახვეწაზე, და ადამიანებს დავანახვეთ, რომ „ქარუ" განსაკუთრებით სჭირდებოდათ ამ ვირუსის დროს, რადგან მათ არ მოუწევდათ ხელოსნებში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიარული, სადაც ყველაზე დიდი შანსია ვირუსის გადადების. ასევე, ავტოასისტენტები აღვჭურვეთ ყველა საჭირო ინვენტარით: პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ა.შ. საბოლოოდ, ფეხზე დავდექით და განვაგრძეთ ზრდა.

„ქარუსთვის" 2021 წელს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი იყო, რომლის მისაღებად ძალიან დიდი შრომა და მუშაობა მოგვიწია, როგორც ჩვენს პროდუქტზე, ისე ჩვენს თავზე. საბოლოოდ, მიზანს მივაღწიეთ და გრანტიც მოვიპოვეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გრანტი „ქარუსთვის" წლის მთავარი ამბავია. მისი საშუალებით სრულ განახლებას ვუკეთებთ პლატფორმას და მომხმარებლისთვის საერთოდ ახალ სამყაროს ვქმნით ავტოინდუსტრიაში.

ჩვენი მომხმარებლებისა და ზოგადად, ბაზრის ქცევა პანდემიური კარჩაკეტილობის გამო ძალიან შეიცვალა. მომხმარებლები ადაპტირდნენ დისტანციურ და შუამავლურ მომსახურებებთან და გააცნობიერეს, რომ ასეთი მომსახურებები ბევრად უკეთესი და მოსახერხებელია.

მომავალი 2022 წლისთვის ბევრი საინტერესო ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ, როგორც პროდუქტის განვითარების, ისე მარკეტინგული კამპანიების მიმართულებით. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ კომპანიის ზრდის კუთხით მომავალი წელი დიდი და მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება.

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს