ქართულმა სტარტაპმა Identomat $3,2 მლნ ინვესტიცია მოიზიდა

意见expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დისტანციური ვერიფიკაციის პლატფორმა Identomat 2019 წელს სამი თანადამფუძნებლის − ზურა კოტარიას, რეზო იმნაძისა და დავით ლომიაშვილის მიერ შეიქმნა. რამდენიმეწლიანი შრომის შემდეგ კი კომპანიამ $3,2 მლნ მოიზიდა, რაც ქართული სტარტაპის მიერ ერთჯერადად მოზიდული ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

პირველი სატესტო სისტემა 2020 წელს გაუშვეს, რასაც Covid-19-ის პანდემია დაემთხვა და ვინაიდან დისტანციური სერვისების საჭიროებაც ამავე პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, ორგანიზაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო მომხმარებლების რაოდენობის გაზრდაზე. კომპანიამ ეფექტურად დააკმაყოფილა ბაზარზე გაჩენილი დიდი მოთხოვნა, დღეს უკვე ათამდე ქვეყანაში ოპერირებს და 50-ზე მეტი პარტნიორი ჰყავთ როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა მთლიანად გუნდის შემოქმედებაა და არ იყენებს სხვების მიერ შემუშავებულ ხელსაწყოებსა თუ სერვისებს, ამით კი, ისინი უნიკალურ პროდუქტს ქმნიან.

კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მრავალმხრივი უნარ-ჩვევების მქონე გუნდი გახლდათ. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი და პროფესიით ფიზიკოსი ზურა კოტარია Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს:

„იდენტომატზე მუშაობა დავიწყეთ 2019 წლის ბოლოს სამმა დამფუძნებელმა: მე, რეზო იმნაძემ და დავით ლომიაშვილმა. გუნდის წევრთა რაოდენობა სხვადასხვა საჭიროების მიხედვით განისაზღვრება, ამჟამად კი 20-ზე მეტნი ვართ. რეზო არის CTO და ტექნოლოგიური გენიოსი, რომელსაც ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემა არ შეხვედრია. დათოს კი, რომელიც ჩვენი კომპანიის CEO-ა, ფლობს დოქტორის ხარისხს Theoretical Astro Physics-ში და აგრეთვე რამდენიმე სტარტაპის შექმნის გამოცდილებაც აქვს".

გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად სტარტაპმა ამერიკული წარმომადგენლობა დააფუძნა, რომელიც საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში დაეხმარება. უნიკალური ქართული პროდუქტი ინვესტორების ყურადღების ქვეშ მოექცა და მასშტაბები არნახულად გააფართოვა:

“ამერიკულივენჩურულიფონდიდანინვესტიციისმოზიდვაში დიდი როლი ითამაშა კომპანიის აშშ-ში რეგისტრაციამ და იქაურმა წარმომადგენლობამ, თუმცა ძირითადი დეველოპმენტ-გუნდი მაინც საქართველოშია. Identomat-ამდე გვქონდა რამდენიმე პატარა პროექტი, მათ შორის: საკრედიტო რისკის შეფასების პლატფორმა და პროცესების ავტომატიზაციის რამდენიმე პროდუქტი. ზრდის პარალელურად, პროდუქტის ვალიდაციისთვის ავიღეთ შესაბამისი სერტიფიკატები ISO27001, ISO30107-სტანდატების მიხედვით. მას შემდეგ, 2021 წელს მონაწილეობა მივიღეთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო შოუ-გამოფენა Money 20/20-ში, რამაც პროდუქტის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. ასევე,Identomat გახდა ათიდან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მოიპოვა Equifax-თან, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საკრედიტო ბიუროსთან, პარტნიორობის უფლება, რის შედეგადაც საშუალება მოგვეცა, სერვისები და ფუნქციები გაგვეფართოვებინა AML/pep/sanction list და Ati Faud მიმართულებით. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ტექნოლოგიურ განვითარებას და ფუნქციონალის მატებასთან ერთად სერვისებისა და შესაბამისად, ბაზრის გაფართოებას", − აცხადებს ზურა კოტარია.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

უცნობი პროფესია - რას ნიშნავს, იყო ტუროპერატორი?

გაიგეთ როგორ შეიძლება დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს