ქართული სტარტაპის პირველი დაფინანსება გლობალური სტარტაპ ფონდიდან და 1,300,000-იანი გარიგება საქართველოში!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

გლობალურმასტარტაპფონდმა,რომელიცსილიკონველითბილისში ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გარიგებას მოაწერა ხელი. ქართული სტარტაპი:influence.ge1,300,000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს.

აღნიშნული ინვესტიცია საქართველოში პირველად ხორციელდება და მისი თანადაფინანსება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიზანი ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარებაა. პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 100 ზე მეტი აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპ გუნდს მიეცა შესაძლებლობა პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს და თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ.

influence.geარის ინოვაციური, data-driven ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია და აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებსაც აკავშირებენ საქართველოში მოქმედ კომპანიებთან.

შემკვეთის მოთხოვნებზე დაყრდნობით, არჩევენ ბაზაში ინფლუენსერებს, რომლებსაც გავლენა აქვთ შესაბამის მიზნობრივ სეგმენტზე, რის შემდეგაც ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ქმნიან ორიგინალურ კონტენტს შემკვეთის პროდუქტებზე ცნობადობის და ნდობის ამაღლების მიზნით.

ღონისძიებაზე ოფიციალურად გიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული კაფსულა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებს გადაეცა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს