ინოვაციური პარტნიორები საქართველოს დემოკრატიის დასაცავად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა, რომლის საპრიზო ფონდი $42,500-მდეა განსაზღვრული.

კონკურსისამშაბათს, 29 ივნისს, 19:25 სთ-ზე, ექსპერტების მონაწილეობით გაიხსნება. მათ შორისაა, Bellingcat, წამყვანი საგამოძიებო ჟურნალისტური ორანიზაცია, რომელმაც არაერთ ტაბუდადებულ საქმეს ახადა ფარდა, მათ შორის რუსეთის ოპოზიციის ლიდერის — ალექსანდრე ნავალნის გახმაურებულ საქმეში რუსული „უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს" ბრალეულობა დაადასტურა. მასტერკლასზე Bellingcat-ის მკვლევარისგან —ნარინეხაჩატურიანისგანგავიგებთ, თუ როგორ უწყობს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებულ ჟურნალისტურ საგამოძიებო საქმიანობას. მას შემოუერთდებაალისტერქოულმანი– BBC Monitoring-ის წამყვანი ექსპერტი, რომელსაც ირანის თუ ჩრდილოეთ კორეის არაერთი პროპაგანდისტული საქმე აქვს გამოაშკარავებული.ბათუქუთელია,საქართველოს ყოფილი ელჩი ვაშინგტონში და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ის გაგვიზიარებს თავის ცოდნას რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის შესახებ. ხოლო ქვეყნის წამყვანი არჩევნების მონიტორნიგის ორგანიზაციის ISFED-ის წარმომადგენელინინორიჟამაძეისაუბრებს, თუ როგორ გამოიყენება ტექნოლოგიური ინსტრუმენტები სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის და მანიპულაციის გამოსავლენად.

"ქართულსაინფორმაციოგარემოსსაფრთხესუქმნიანარაკეთილსინდისიერიმოთამაშეები,რომლებიცსაზოგადოებისგაყოფისდაქვეყნისშესუსტებისმიზნითდეზინფორმაციასავრცელებენ.ინფორმაციითმანიპულაციარუსეთის"ჰიბრიდულიომის"მნიშვნელოვანიელემენტია. "საქართველოსინფორმაციისსანდოობისხელშეწყობისპროგრამის"მიზანია,ებრძოლოსდეზინფორმაციასსაქართველოსსაზოგადოებისმედეგობისგანმტკიცებისგზით.ტექნოლოგიებისდაინოვაციებისმიმართულებითსაქართველოშიარსებულიტალანტისმობილიზაციითჩვენხელსშევუწყობთქვეყანასდეზინფორმაციასთანბრძოლაში", — განაცხადა მიხეილ ბენიძემ, "საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის" ხელმძღვანელმა.

კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები გამოავლენენ იმ გამარჯვებულებს, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ. საპრიზო ფონდი გარანტირებული $7,500-ით იწყება და აღწევს $42,500-ს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური გადაწყვეტილების განსავითარებლად.

"ესპირველიპროექტია,რომელიცტექნოლოგიებისპროფესიონალებსგააერთიანებს,რათადაიცვანსაქართველომტრულადგანწყობილიაქტორებისმავნეზეგავლენისგან.ჩვენგვჯერა,რომკრეატიულისტარტაპებისადატექნოლოგიურიკომპანიებისდახმარებითშევძლებთამმანიპულაციებისგანთავისდაღწევას.თუსაქართველოსტერიტორიულიმთლიანობისსაკითხიგაღელვებთ,მოგიწოდებთ,მონაწილეობამოიიღოთინფორმაციისინტეგრირებისთვისბრძოლაში."— აცხადებს კოლინ დონოჰიუ, Startap Grind-ის თბილისის ოფისის დირექტორი.

"დეზინფორმაციასოციალურიდაინსტიტუციურინდობისშელახვითსაქართველოსდემოკრატიაზეპირდაპირიშეტევაა.განსხვავებულიმოსაზრებებიდემოკრატიისჯანსაღინაწილია.თუმცა,უცხოურიძალებისმიერყალბიინფორმაციისგავრცელებადაადამიანებისერთმანეთთანდაპირისპირებისხელშეწყობადემოკრატიისფარგლებშიარჯდება.ჩვენიმთავარიპრიორიტეტიასაქართველოსმედეგობისგანმტკიცებაგარემავნეზეგავლენის,მათშორისდეზინფორმაციის,საპასუხოდ,საზოგადოებისგაერთიანებისპრიინციპით,რაცმოიცავსსაჯაროდაკერძოსექტორის,მედიისდასამოქალაქოსაზოგადოებისთანამშრომლობას" —აცხადებს დევიდ ჰოფმანი, USAID-ის საქართველოში მისიის დირექტორი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების გახსნის დღის შემდეგ იქნება ცნობილი.

ივენთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთFacebook event-ის გვერდზე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს