ილონ მასკის ინიციატივას ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები მხარს უჭერენაშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების ნაბიჯი ადასტურებს მათ მხარდაჭერას ირანელი დისიდენტების მიმართ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის სურვილი და მზაობა ირანის მოქალაქეებისთვის Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებით, შესაძლოა რეალიზდეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და კაპიტოლიუმის ბორცვზე კანონმდებელთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხარდაჭერის მოპოვებით,

Starlink მართავს თანამგზავრთა ქსელს დედამიწის გარშემო, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდებას ისეთ ადგილებში, სადაც ფიჭური და ოპტიკური დაკავშირება შეუძლებელია. ეს ტექნოლოგია უკვე ფართოდ გამოიყენება უკრაინაშიც, რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში. ახლა კი, ირანში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის ფონზე, მასკი დისიდენტების მხარდასაჭერად საკუთარი სერვისის მიწოდებას ირანის ტერიტორიაზეც გეგმავს. ცნობისთვის, ანტისამთავრობო საპროტესტო მუხტი, რომელიც 22 წლის გოგონას ტრაგიკულ მკვლელობას მოჰყვა, ირანის უკვე 80-მდე ქალაქში გავრცელდა.

23 სექტემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის მიმართ დაწესებული სანქციები შესუსტდება იმ ტექნოლოგიური კომპანიების სასარგებლოდ, რომლებიც ირანის მოქალაქეებს ინტერნეტ-სერვისს და სხვა ტექნიკურ მხარდაჭერას შესთავაზებს.

“ამცვლილებებისდახმარებით,ჩვენვეხმარებითირანისხალხს უკეთ მოემზადონ სახელმწიფოს მიერ მოსალოდნელი ცენზურისა და თვალთვალის გამკაცრებისათვის",- აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე უოლი ადეიემო.

ამ განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა მასკის ინიციატივის ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის 20 წევრის მხრიდან. კანონმდებლებმა მიმართეს ფინანსთა მინისტრს ლიცენზირებისა და ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარებისათვის ირანის ინტერნეტიზაციის უზრუნველსაყოფად.

"ათასობით ირანელი აპროტესტებს საკუთარი ხელისუფლების ნაბიჯებს და იყენებს აზრის გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ უფლებას, ხოლო აშშ-მ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და მისცეს მომიტინგეებს წვდომა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან",- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც მასკის Starlink-ისთვის ლიცენზიის გაცემის დაჩქარებას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უშუალოდ SpaceX-ის დამფუძნებელი, ისე აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს ირანის ინტერნეტიზაციის პროცესს, საქმეზე ეს გაცილებით რთული განსახორციელებელი იქნება.

თანამგზავრები Starlink-ის ქსელის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის სრულყოფილი მუშაობისთვის საჭიროა სახმელეთო მიმღები მოწყობილობების ინსტალაცია. კომპანიამ უკრაინას ათასობით ასეთი მიმღები გადასცა, თუმცა ირანში მსგავსი მოწყობილობების შეტანა, შესაძლოა მასკს ადგილობრივი მთავრობისგან ფარულად, "კონტრაბანდულად" მოუწიოს.

სპციალისტთა თქმით, ირანის ხელისუფლება არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე მასკის Starlink-ის სახმელეთო მიმღებების შეტანას და ამ პროცესის წარმატებით აღსრულებას, შესაძლოა აშშ-ის მთავრობის სერიოზული ჩარევაც კი დასჭირდეს.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ