ილონ მასკის თქმით, ჯეფ ბეზოსმა Blue Origin-ს მეტი დრო უნდა დაუთმოსბეზოსი კვირაში ორი დღე მუშაობს Blue Origin-ში, ხოლო მასკი SpaceX-ში კვირაში 120 საათს ატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Financial Times-ის მიხედვით, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ცდილობს ჯეფ ბეზოსს, პროგრესის უფრო სწრაფად მისაღწევად, Blue Origin-ისთვის მეტი დროის დათმობისკენ უბიძგოს.

მასკი ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანად" აღიარა გარემოსა და კოსმოსის კვლევისადმი გამოჩენილი ერთგულებისთვის, ხოლო ორი დღის შემდეგ, იგივე ნომინაციაში გამარჯვებულად იგი უკვე Financial Times-მაც დაასახელა.

მასკმა FT-სთან ინტერვიუში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის კოლეგა მილიარდერზე და კოსმოსის ენთუზიასტ ჯეფ ბეზოსზეც.

„გარკვეული თვალსაზრისით, მე ვცდილობ ვუბიძგო (ჯეფ ბეზოსს), მეტი დრო გაატაროს Blue Origin-ში, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ პროგრესს",– განაცხადა მასკმა FT-თან ინტერვიუში, –„როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, მან Blue Origin-ში მეტი დრო უნდა გაატაროს, ცხელ აბაზანაში კი − ნაკლები".

მასკმა FT-ს განუცხადა, რომ ბეზოსს„კარგი საინჟინრო უნარები აქვს",მაგრამ დასძინა, რომ Amazon-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, როგორც ჩანს,„საკუთარი გონების გამოყენება არ სურს ინჟინერიის დეტალებში ჩასაწვდომად".

„ამ დროს მთავარი დეტალებია",– განუცხადა მასკმა FT-ს, −„ბეზოსი მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება საკუთარ თავს".

ბეზოსი ადრე კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ატარებდა Blue Origin-ზე მუშაობაში, მაგრამ სექტემბრიდან კვირაში უკვე ორ დღეს უთმობს მას, განუცხადა წყარომ CNBC-ის.

ამასობაში, მასკმა The Wall Street Journal-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სამიტზე დეკემბერში აღნიშნა, რომ ცდილობს საკუთარი დრო თანაბრად გაანაწილოს Tesla-სა და SpaceX-ს შორის, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებულია„იმ კონკრეტულ მომენტში რა უფრო კრიზისულია".

მასკმა 2018 წელს განათავსა „ტვიტი" იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა კვირაში 80-დან 100 საათამდე და მეტიც უნდა იმუშაონ, რომ „სამყარო შეცვალონ". როგორც მან განაცხადა, ადრე კვირაში 120 საათიც კი მუშაობდა.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ