ილონ მასკის Tesla-მ, თავისი ბიტკოინების 10% გაყიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი კვლავ მიიღებენ ბიტკოინს ანგარიშსწორების ერთეულად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მაინინგის ეკომეგობრულ მიდგომებში დარწმუნდებიან. ამ ოპტიმისტურ განცხადებას მალევე ბიტკოინის ფასის ზრდა მოჰყვა, რაც კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მასკის უდიდეს გავლენას კიდევ ერთხელ ასაბუთებს.

ილონ მასკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის სიტყვას კრიპტობაზარზე დიდი წონა აქვს. ამჯერად, მილიარდერმა განაცხადა, რომ Tesla-ს აქტივზე მყოფი ბიტკოინების 10% გაყიდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მომავალში კვლავ აპირებს ანგარიშსწორების ეს ფორმა დაუშვას. მასკი ბიტკოინის მაინინგისათვის საჭირო ენერგიის მიღების, ეკოლოგიისათვის ზიანის მომტან მეთოდებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველი გაუჩნდა. მის განცხადებას მალევე სავაჭრო პლატფორმებზე ბიტკოინის ფასის მყისიერი ზრდა მოჰყვა.

ეს ამბავი დაიწყო იმით, რომ ილონ მასკს კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასებით მანიპულირებას ედავებოდნენ, რასაც მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე პოსტით უპასუხა:

ესბრალდებაუსაფუძვლოა.Tesla-თავისიბიტკოინების10%გაყიდა,რითაცამაქტივისლიკვიდურობაკიდევერთხელდაამტკიცა", −განაცხადა მასკმა 13 ივნისის მიმართვაში, −როდესაცგაჩნდებარეალურიმტკიცებულებაიმისა,რომმაინერებიკრიპტოვალუტისმოპოვებისათვისეკოლოგიურადსუფთაენერგიისწყაროებსიყენებენ, Teslaბიტკოინსგადახდისფორმადკვლავდაუშვებს".

ამ განცხადებიდან 24 საათში, ბიტკოინმა CoinMarketCap-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14%-იანი ზრდა დააფიქსირა და ვაჭრობის დასასრულ, მისმა ფასმა $40 971-ს მიაღწია.

2021年წლისთებერვალში特斯拉-მ1美元,5მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ამით ელექტრომობილების მწარმოებელმა მსოფლიოში ბიტკოინის მფლობელთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო პირველ ადგილს კომპანია MicroStrategy იკავებს, რომელიც მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ოპერირებს.

მალევე, მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს მომხმარებელს მისი პროდუქციის ბიტკოინით შეძენა შეეძლებოდა, თუმცა ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა და უკვე მაისში, კომპანიამ მკვეთრად შეიცვალა პოზიცია. ვინაიდან ბიტკოინის მაინინგი დიდი ოდენობით ენერგიას მოითხოვს, მოხმარებული რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი არაეკოლოგიური გზებით მიიღება, რის გამოც Tesla-მ თავის გეგმებზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ Tesla არ აპირებდა მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინების გაყიდვას, ამ ფაქტმა კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად აზარალა.

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ გავლენიანმა ანტრეპრენერმა სოციალურ ქსელში ოპტიმისტური ინფორმაცია გაავრცელა:

„სულ ახლახან ვესაუბრე ჩრდილოეთ ამერიკის ბიტკოინ-მაინერებს. ისინი დამპირდნენ, რომ თავიანთ წარმოებაში განახლებადი ენერგიის წყაროებზე ინფორმაციას გაასაჯაროებენ და ამისკენ, მსოფლიო მასშტაბით, სხვა მაინერებსაც მოუწოდებდნენ, რაც დამაიმედებლად ჟღერდა", − აღნიშნა მასკმა.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ილონ მასკის მორიგ განცხადებას ველოდოთ და დავაკვირდეთ, რამხელა ზეგავლენას ახდენს მისი თითოეული Twitter-პოსტი მრავალმილიონიან კრიპტობაზარზე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს