ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტმეკობრეობის გამო, საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები − „დისნეი", „ვორნერი", „უნივერსალი", „სონი", „პარამაუნტი", „ნეტფლიქსი" და ყველა დიდი კინოსტუდია, რომლებსაც MOTION PICTURE ASSOSSIATION OF AMERICA წარმოადგენს, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე ფილმების არალეგალურად ჩვენების გამო. ორგანიზაციის მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერნეტმეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ონლაინ ვებგვერდები −adjaranet.com და imovies.geწლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ათავსებენ სხვადასხვა სახის კონტენტს.

ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სანქციების დაწესებას აპირებენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებაში, ან რიგ შემთხვევაში, სრულად გაუქმებაში იქნება გამოხატული.

ჰოლივუდის კინოსტუდიები ამავე წერილში მადლობას უხდიან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაწეული შრომისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე, სამაუწყებლო და საკაბელო პლატფორმებიდან არალეგალური ფილმებისა და სხვა კონტენტის ამოღებაში შეტანილი წვლილისთვის. კინოსტუდიები იმედოვნებენ, რომ კომისიის დახმარებითა და აქტიური ჩართულობით, ინტერნეტსივრცის გათავისუფლებაც მალე მოხდება არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.

ჰოლივუდის კინოსტუდიები ასევე მიესალმებიან ქართული კომპანიების მიერ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებულ ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის იმიჯის დაცვა და კინო და ტელეკონტენტის ინდუსტრიის ცივილიზებული ფორმებითა და კანონის ფარგლებში განვითარებაა. ასოციაციის წევრები არიან წამყვანი მედიასაშუალებები, ინტერნეტპროვაიდერები, კინო და ტელე სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე მრავალი სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა

ყოველგაცემულლარზეგამომუშავებული14ლარი,11 000დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს