Google, Assistant და Calendar-ის შეხსენებებს Tasks-თან აერთიანებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც ცნობილი გახდა, Google ახლო მომავალში აპირებს Assistant და Calendar შეხსენებები Tasks-ში მოაქციოს, რაც სამუშაო სისტემების გაერთიანებით მომხმარებელთათვის ყოველდღიური ამოცანების გამარტივებას ისახავს მიზნად.

Google Tasks ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით და დღემდე ცალკე მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ ამოცანები, ქვედავალებები შექმნათ და iOS და Android აპლიკაციებში დააყენოთ შეხსენებები, ან Gmail-ში გვერდითი პანელის მეშვეობით ან კიდევ, Google Drive-ში. თუმცა, ამჟამად ეს შეხსენებები არ გამოჩნდება თქვენს Assistant აპლიკაციაში. გარდა ამისა, Calendar-ს ორი ცალკეული ვარიანტი აქვს ამოცანებისა და შეხსენებების შესაქმნელად, რამაც შესაძლოა მომხმარებლები დააბნიოს.

Google ცდილობს განახლების საშუალებით შეცვალოს ეს ელემენტი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოვა. როგორც კი, ის ხელმისაწვდომი გახდება, მომხმარებლები შეხსენებას Google Assistant-ის მეშვეობით დააყენებენ და ის როგორც Tasks-ის, ისე, Calendar სიებში გამოჩნდება. ისინი დავალების დასრულებაზეც მიიღებენ შეტყობინებას დადგენილ დროს.

“მალეჩვენიამოცანების მართვის გადაწყვეტილებებს გავამარტივებთ, Assistant და Calendar Reminders გადავიტანთ Google Tasks-ში. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მარტივად შეძლებთ, თქვენი ყველა დავალების ერთ ადგილას ნახვას და მართვას Google Tasks-ის მეშვეობით, დამოუკიდებლად იმისა, Assistant-ით შექმნით თუ Calendar-ით",- ნათქვამია კომპანიის ბლოგ პოსტში.

Google-მა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში მომხმარებლები, ახალი ინტეგრირებული Task ინტერფეისის გამოცდის შესახებ მიიღებენ შეთავაზებას, Calendar ან Assistant-ის გამოყენებისას. უფრო მეტიც, კომპანია Calendar Reminder-ის პარამეტრებს მიგრაციის დასრულების შემდეგ წაშლის.

Google Keep ასევე სხვადასხვა ამოცანების შეხსენებების დაყენების საშუალებას გაძლევთ, სანამ მათ დაივიწყებთ. მაგრამ ამ განახლებაში არ არის ინტეგრირებული Google-ის შენიშვნების შექმნის აპლიკაცია, ამიტომ ამ შემთხვევაში უბრალოდ მოცდა მოგვიწევს, სანამ კომპანია მეგა-ინტეგრაციას დაასრულებს.

Wavy Line
არჩილგელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ