გლობალური მეწარმეობის კვირეული იწყება!გახსნითი ღონისძიება 18 ნოემბერს შედგება!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GEN

"'გლობალური მეწარმეობის კვირეული'' ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება. ეს არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია, დამწყები მეწარმეების მოტივაცია და მხარდაჭერა.

ყოველი წლის ნოემბერში პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000 -ზე მეტი ღონისძიება,10 000 ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც ჩართულია 20 მილიონზე მეტი ადამიანი.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება მიეძღვნება თემატიკას "ქალები, რომლებიც ინსპირაციას ახდენენ". პროექტი 18-დან 24 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20 მდე ღონისძიება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის იქნება: თბილისი, ბათუმი, პანკისის ხეობა, სოფელი დუისი, ახმეტის რეგიონი, სოფელი საკობიანო, ხულო, მარნეული, ბოლნისი, გორი, ახმეტა, ზუგდიდი, ახალციხე.

კვირეულის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის:
• ამბის თხრობა - ქალები რომლებიც ინსპირაციას ახდენენ
• სტარტაპ ექსპო
• საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ინოვაციური ქალაქების გამოსავლენად City Challange
• საერთაშორისო კონკურსი Get in the Ring ინოვაციური სტარტაპებისთვის
• Speed Dating – B2B შეხვედრები სტარტაპებისა და ბიზნეს კომპანიების ერთმანეთთან დასაკავშირებლად
• Space Hack - ჰაკათონი კოსმოსისა და ტურიზმის სფეროში ინოვაციური გადაწყვტილებების გამოსავლენად

გლობალური მეწარმეობის კვირეული საქართველოში ხორციელდება გლობალური სამეწარმეობის ქსელის ( GEN Georgia-ს) მიერ აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან თანამშრომლობით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით . პროექტის გენერალური მედია პარტნიორია Entrepreneur.

------------------------------------------------------------------------------

იხილეთ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვებ-გვერდზე - https://gew.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: tgholadze@genglobal.org (995 599)382295

https://genglobal.org.georgia

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს