GITA, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საგრანტო პროგრამების მეორე რაუნდს აცხადებს

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, საგრანტო პროგრამების მეორე რაუნდს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

000ლარიანიდა100 000ლარიანისაგრანტოპროგრამების პირველი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 25 სტარტაპი. (30 000 ლარიანი გრანტი მიიღო 11-მა სტარტაპმა, 100 000 ლარიანი გრანტი კი - 14-მა)

აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

  • მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.
  • ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება:

  • კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა;
  • ინოვაციური წარმოების მეთოდების შეძენა (მანქანა-დანადგარები);
  • ბიზნესის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების განაცხადები და საზღაურები, კვლევითი და საცდელი მომსახურებები და ქვეკონტრაქტები, შემუშავებული ინოვაციების ტესტირება და გამოცდა, ბიზნეს გეგმის მომზადება შემდგომი კაპიტალის მობილიზებისათვის, კომერციალიზაცია, და სხვა.

საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება შესაძლებელია 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით პორტალზე grants.gov.ge. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე და შეავსოს ყველა საჭირო ველი, კონკურსის ვადის დასრულებამდე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

10 მარკეტინგული შედევრი

იმისათვის, რომ მარკეტინგული ძალისხმევა ეფექტური იყოს, სულაც არაა საჭირო ისტორია შეცვალოს