GITA 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის (ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები) ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს.

შეხვედრები Microsoft Teams - ის მეშვეობით ჩატარდება და დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მეილზეgbagashvili@gita.gov.ge, შესაბამისად მიიღებენ ღონისძიებაზე დასწრების ბმულს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 30 აპრილამდე გრანტების პორტალზე დარეგისტრირებული განაცხადების შეფასება დასრულდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ხოლო პირველი მაისიდან შემოსული განაცხადების შეფასება - 2020 წლის სექტემბერში.

საინფორმაციო დღეების განრიგი:

10 აპრილი - 17:00 საათი;

17 აპრილი -17:00 საათი;

27 აპრილი - 17:00 საათი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს