გარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებსმისი მოსმენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა ქართველ აუდიტორიას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

19 ნოემბერს თიბისი უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს, სადაც მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი გარი ვაინერჩუკი იქნება.

გარი ვაინერჩუკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიებისა VaynerX და VaynerMedia. მისი კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ისინი ემსახურებიან Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს.

ვაინერჩუკი ბელორუსიული წარმომავლობის ამერიკელია, რომელმაც 90-იან წლებში ოჯახის კუთვნილი სასმელების მაღაზია მრავალმილიონიან ბიზნესად აქცია და ამისთვის მან ელექტრონული კომერცია და ინტერნეტის შესაძლებლობები გამოიყენა. ასე შეიქმნა მისი პირველი კომპანია Wine Library. ის ასევე არის რესტორნების სარეზერვაციო აპის Resy-ს შემქმნელი. მაგრამ ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც ვაინერჩუკი აკეთებს. ის ცნობილი სპიკერი, პოდკასტების სერიის და არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერებად დასახელდა. ის ატარებს მასტერკლასებს და ტრენინგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის შესახებ.

მისი მოსმენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა ქართველ აუდიტორიას, გარი ვაინერჩუკი თიბისის ბიზნესფორუმის სტუმარია, რომელზეც მას ექნება Q&A სესია, სადაც ის აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს.

ამას გარდა ბიზნესფორუმზე სხვა არანაკლებ საინტერესო სპიკერების მოსმენასაც შეძლებთ. ბიზნესფორუმზე დასასწრები რეგისტრაციის ლინკი კი, თიბისის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს

ინდუსტრიული ტრენდები

EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

კომპანიამ ეკოლოგიურად 100%-ით ნატურალური მასალის ავეჯის წარმოება დაიწყო