FINA 9 წლისაა! წელს კომპანია რამდენიმე ახალ, ინოვაციურ პროექტს აანონსებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FINA

უკვე 9 წელია, რაც კომპანია FINA სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენლებს მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გაფართოვდა FINA-ს გუნდი და საქმიანობის არეალი. აქამდე თუ კომპანია მხოლოდ ბიზნესის ნაწილზე იყო ორიენტირებული, ახლა ცალკეული მომხმარებლის მიმართულებითაც ვითარდება და სხვადასხვა აპლიკაციასა და პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც ბიზნესს მჭიდროდ დააკავშირებს მომხმარებელთან. ეს საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ბიზნესის ნაწილს, ასევე თავად მომხმარებლებს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია Elco(https://www.facebook.com/elcoapp/).სულმალე,ესიქნებაუნიკალურისივრცე,რომლისმეშვეობით კომპანიის წარმომადგენლებისთვის ონლაინვაჭრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება. ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც ყიდის პროდუქტსა თუ სერვისს, FINA სთავაზობს მზა პლატფორმას, სადაც ძალიან მარტივად შეძლებენ გასაყიდი პროდუქციისა თუ სერვისის განთავსებას, მომხმარებლებს კი წვდომა ექნებათ ასობით სხვადასხვა კატეგორიის მომწოდებელთან, ერთ სივრცეში შეძლებენ შეარჩიონ როგორც სამოსი, ასევე საკვები, ამავდროულად, დააგროვონ ქულები, მიიღონ კომპანიების მხრიდან სპეციალურად მათზე მორგებული შეთავაზებები, ერთდროულად დაზოგონ დრო და მიიღონ მეტი სარგებელი.

FINA-ს კიდევ ერთი პროდუქტიაMiomedica(https://miomedica.ge/), რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკები და ესთეტიკის ცენტრები უკვე წარმატებით იყენებენ. უფრო კონკრეტულად, ეს არის სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების მართვის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად დაჯავშნონ ვიზიტი, პროცედურა, ბიზნესის მხარეს კი, საშუალება აქვს პროგრამის მეშვეობით აკონტროლონ ჯავშნები, საჭიროების შემთხვევაში მართონ რიგები, რაც მათ ვიზიტორების დისტანცირებაში დაეხმარებათ; პროცედურაზე ჩაწერილ მომხმარებელთან გააგზავნონ შეხსენების SMS, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მომსახურებისას, რომელიც ზუსტ პერიოდში მოითხოვს განმეორებით ვიზიტს. ეს ბიზნესისთვის ყველაზე საინტერესოა, ყოველდღიურ რეჟიმში თვალი ადევნონ გაყიდვების დინამიკას, მომხმარებლების ქცევას და შესაბამისად, დაგეგმონ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები თუ განსაკუთრებული შეთავაზებები.

FINA-ს კიდევ ერთი უნიკალური პროექტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია,უკონტაქტოკომერციისტექნოლოგიაზედაყრდნობილისისტემაა.აღნიშნული პროექტი ვაჭრობისა და კვების ობიექტებს საშუალებას მისცემს პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე განახორციელონ. უკონტაქტო კომერციის ახალი ტექნოლოგია სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფისა და სპეციალურად შექმნილი ავტომატიზებული დანადგარის კომბინაციას წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტის დახმარებით, მომხმარებელს არ მოუწევს რიგში დგომა, არ აქვს შეხება მოლარესთან, ასევე ნაღდ ფულსა და საბანკო ბარათების ტერმინალთან. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მომხმარებელი უკვეთავს პროდუქციას მობილური აპლიკაციის მეშვეობით, შეკვეთა აესახება სავაჭრო ობიექტს, ობიექტი ამზადებს შეკვეთას; როდესაც მომხმარებელი მიდის ობიექტზე, მაღაზიის წარმომადგენელი მიიღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მომხმარებელი ადგილზეა. ამის შემდეგ, ოპერატორი შეკვეთას ათავსებს სპეციალურ ყუთში, რომლის გახსნა მხოლოდ მომხმარებელს შეუძლია. აღნიშნული ყუთი მონტაჟდება მაღაზიის გარე ფასადთან.

კომპანია ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით 2020 წელს საკმაოდ ნაყოფიერად აფასებს. გუნდმა მოახერხა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტზე წარმატებით ემუშავა. ამ დრომდე FINA მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებდა, როგორც ადგილობრივი კომპანია, წელს კი კომპანიის წარმომადგენლობა უკვე აზერბაიჯანში, უკრაინასა და უზბეკეთშია.

დეტალურად, FINA-ს საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე:www.fina.ge

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ