Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციითონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

狗万官方

Entrepreneur Shopჟურნალ Entrepreneur-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც გამოცემის სტრატეგიულ მისიას იზიარებს და ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთი დამატებითი არხის – ამჯერად ონლაინმაღაზიის საშუალებით გააგრძელებს.

არსებული ანალოგებისგან განსხვავებით,Entrepreneur Shop-ზე მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

გიორგიშარაშიძე, ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორი:„ახალი ონლაინმაღაზიის ჩაშვებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს გავუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი.Entrepreneur Shopქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. ამისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ".

Entrepreneur Shopერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

Entrepreneur მოუწოდებს ყველა ქართულ ბრენდს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქმნის საინტერესო და გამორჩეულ პროდუქტს, შემოგვიერთდეს ახალ პლატფორმაზე –Entrepreneur Shop, გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და მიიღოს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი