Emerging Europe – "ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის" - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის "Emerging Europe" - ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს. სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე.,,ქართულისტარტაპკომპანიისდამფუძნებლებმადაიწყესგლობალურპროექტებზემუშაობა,ისინიარამხოლოდადგილობრივი,არამედგლობალურგამოწვევებისმოგვარებაზეარიანორიენტირებულებიდასურთდაიპყრონმსოფლიო" - ვკითხულობთ ტექსტში.

სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს.„Stack App -სტარტაპი,რომელიცინტერნეტშიმუშაობაზეწარმოდგენასმთლიანადცვლის.გლობალურიგაფართოებისმიზნითკომპანიაში 850,000აშშდოლარისინვესტიციაგანახორციელეს 500 Startups -მა (აშშ)დაუმსხვილესმაჰოლანდიურმასაინვესტიციოფონდმა Peak Capital." - აღნიშნულია სტატიაში.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი

თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

ქალი ანტრეპრენერი

თამთაშინდელიშვილი——TAMTA Shindelishvili TMT

"იქიდან გამომდინარე, რომ მოდა ჩემთვის ყველაფერი იყო, გადავწყვიტე საყვარელი საქმე მექცია ჩემს ბიზნესად"

ინდუსტრიული ტრენდები

თიბისი დაზღვევის კორპორაციული ბიზნესდაზღვევის გუნდი

გაიცანით გვანცა რატიანი და ერნა პოღოსოვა