''ემბისიმ'' 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MBC

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიმ" 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „ემბისის" მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, საშეღავათო პერიოდით ივნისის ბოლომდე ისარგებლონ. საშეღავათო პერიოდი გავრცელდება როგორც სესხის ძირზე ასევე პროცენტზე.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ერთ-ერთმა პირველმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკმაყოფილებინა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომელიც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მივიღეთ.

საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ოფისებში ვიზიტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ შეღავათით სარგებლობა არ გამოიწვევს ემბისის მომხმარებლებისთვის სესხების გაძვირებას, ან მათი ყოველთვიური გადასახდელების გაზრდას. ჩვენ გვჯერა, რომ ურთიერთთანადგომით ყველა სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი" - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

5 საინტერესო ფაქტი ილონ მასკზე

აი ამდენი რამ მოასწრო