ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა სააგენტოსგან ''აწარმოე საქართველოში''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტოს”აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, ქართული კომპანიებისათვის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება და ამ გზით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, „აწარმოე საქართველოში" იწყებს ექსპორტის სტიმულირების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც პროდუქციისა თუ სერვისის საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხო ბაზრებზე გატანაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.

როგორც Entrepreneur-თან საუბრისას სააგენტოს წარმომადგენლები განმარტავენ, ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას ისახავს მიზნად. ეს ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.

ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა ათამდე სამიზნე სექტორს აერთიანებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

აღნიშნული პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტი ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:

  • პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება——აღნიშნულიმოიცავსსაწარმოსაუდიტისსაერთაშორისოსტანდარტის დანერგვას, ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას. ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების პირობები განისაზღვრა - არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში მოცულობით.
  • ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა- აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რებრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვას ბრენდბუქის შესაბამისად. სააგენტოს თანადაფინანსების პირობები განისაზღვრა არაუმეტეს 20 000 ევროს ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
  • საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა- რაც გულისხმობს საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას, ე.წ. Entry fee (შესვლის გადასახადი) ან იგივე შინაარსის მქონე საფასურის დაფინანსებას, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში შემდეგ სამიზნე ბაზრებზე: სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია. სააგენტოს თანადაფინანსების პირობები, ამ შემთხვევაში არაუმეტეს 10 000 ევროს ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა.

სააგენტოს”აწარმოე საქართველოში" მიერ ინიცირებული ექსპორტის სტიმულირების პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბის განხორციელდება, ხოლო იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პროგრამის იმპლემენტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე:www.tradewithgeorgia.comმიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ