#ჩვენვაკავშირებთ - 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია,რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეათედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

2021 წლის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ. გზავნილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ის ყოველთვის მოიაზრებს გასული წლის მოვლენებსა და მომავალი წლის გეგმებს, რის გარშემოც ვერთიანდებით.

თუ დავაკვირდებით წლების მიხედვით გზავნილების განვითარებას, ადვილად შეამჩნევთ იმ სტიგმის შემცირებას, რომელიც დაუნის სინდრომს თან ახლდა. თუ რამდენიმე წლის წინ მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო, მიმდინარე წელს მთავარი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებაა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი და ლილეს დედა, მიკა ძიძიგური მოგვიყვება:

„ჩვენ ვაკავშირებთო ვთქვით და მართლაც ასეა.. ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს მომავალი წარმატებისთვის, განათლებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პანდემიის პირობებში ცხოვრებამ ნამდვილად კარგი გაკვეთილი მოგვცა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, თუ როგორი მნიშვნელოვანია მუდმივად კავშირზე ყოფნა - მუდმივად განვითარების ეტაპების შენარჩუნება, მოძრაობა და შესაძლებლობების აღმოჩენის უწყვეტი პროცესი.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებით სავსე გარემოში აღმოვჩნით, ასოციაციას არ შეუწყვეტია მთავარი მიზნისკენ სწრაფვა. შევქმენით პროგრამა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს 7-დან 18 წლამდე, სწორი მიდგომებითა და განვითარების ეტაპების მრავალფეროვნებით, ხელს უწყობს უნარების გაუმჯობესებაში, პროფესიული თვალსაზრისით თავის დამკვიდრებასა და პატარა ნაბიჯების გადადგმაში დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.

პროგრამას „7 პლიუსი" ჰქვია და მისი მიზანია ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინტერესების და შესაძლებლებლობების აღმოჩენა, ადკევატური შეფასება და პროფესიული ორიენტაციის დაზუსტება. პროგრამიდან გასვლის წინაპირობა პროფესიული არჩევანია.

მიმდინარე წელს ჩვენი კავშირი და წლის მიზნების გაერთიანება ბავშვებისა და მოზარდებისთვის, აღნიშნული თემების წინ წამოწევით გამოვხატეთ. ასოციაციის 21 მარტის კვირეულის ყველა ღონისძიება მოზარდების განვითარების შესაძლებლობებისა და პრობლემების ირგვლივ ერთიანდება.

19 მარტს გაიმართება რიგით მეხუთეკონფერენციათემაზე: დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარება, არსებული პროგრამები და პრობლემები. კონფერენციაზე ისაუბრებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა პროექტების შესახებ.

21 მარტს, კიჭრელი ბაზრობაგაიმართებაორბელიანისმოედანზე,სადაცდაუნისსინდრომის მქონე მოზარდების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა შედგება, ღონისძიების მასპინძლები კი თავად მოზარდები იქნებიან.

ვფიქრობთ ამ კვირეულის მუხტი დიდხანს გაგვყვება, არა მხოლოდ ჩვენ, მშობლებს, არამედ საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც, იმიტომ რომ #ჩვენვაკავშირებთ"

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს