BTU-მ სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მიმართულებით მასშტაბური კვლევის ანგარიში წარადგინა

ByEntrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

დღევანდელ სამყაროში ინოვაცია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ ღერძს და ის ერთგვარი დამაჩქარებელია ამ პროცესის.

მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით ინოვაციის ინტეგრირება ნებისმიერ ინდუსტრიაში ასამმაგებს ეფექტს, ზრდის როგორც შემოსავლებს კერძო სექტორში, ასევე უფრო ეფექტურს ხდის განათლების სისტემას.

კვლევის მიზანია ბიზნეს ციკლის თითოეულ ეტაპზე სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევააანალიზებსსტარტაპებისთვისფინანსებისმოპოვების არსებულ მექანიზმებს და საშუალებებს წარმოდგენილს, როგორც კერძო სექტორის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, „ანგელოზი ინვესტორები", ვენჩურული ფონდები და სხვ.), და დონორი ორგანიზაციების (საერთაშორისო ფონდები და ინსტიტუტები), ასევე სახელმწიფოს მიერ.

კვლევაჩატარებულიაჰენლისბიზნესისსკოლისდაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, Henley/BTU მეწარმეობის ცენტრის ეგიდით. კვლევის ხელმძღვანელი: მარიამ ლაშხი და სოფო ოგბაიძე.

აღნიშნულ კვლევა განვსაზღვრავს თუ რა ტიპის დაფინანსების მოპოვების საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი სტარტაპებს და რა ტიპის დაფინანსების სისტემასაჭიროებს დამატებით განვითარებას საქართველოში, რომელიც წარმატებულად მუშაობს გლობალურ ბაზარზე. ასევე, რა ტიპის გამოწვევებს აწყდებიან სტარტაპერები არსებულ დაფინანსების ინსტრუმენტებზე.

„სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური რესურსის, ასევე წარმატებულად განხორციელებული რეფორმებისა და სახელმწიფო, კერძო და აკადემიური სექტორის ეფექტური თანამშრომლობის შედეგია.

ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სტარტაპებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ამ მიმართულებით ინოვაციების და ტექნოლოგიბის სააგენტოს საგრანტო პროგრამებთან ერთად უკვე ჩნებდა ბევრი ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, როგორც კერძო სარისკო კაპიტალის ინიციატივების სახით, ასევე დონორი ორგანიზაციების პროგრამებისა თუ საბანკო სექტორის/უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროგრამების სახით.

მნიშვნელოვანია რომ საქართველოსა და დასავლეთის წარმატებულ ეკოსისტემების ჰარმონიზება მოხდეს, რაც ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გაჩენას: crowdfunding პლატფორმების თუ ანგელოზი ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების შექმნას გულისხმობს.

ეს ყველაფერ ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, რომ მასში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების კაპიტალიზება მოხდეს, ასევე საქართველო გლობალურ ღირებულებების ჯაჭვში ჩაებას და მსოფლიო სტარტაპების რუკაზე წარმატებულად დაიმკვიდროს თავი."- აცხადებს მარიამ ლაშხი, კვლევის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, BTU; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

კვლევის ანგარიში იხილეთბმულზე

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ