ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს Sustainable Development Solutions Network -ის წევრი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს Sustainable Development Solutions Network -ის (SDSN) წევრი გახდა.

ეს გახლავთ გაეროს გლობალური ქსელი, რომლის მიზანიცაა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად გლობალური თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლების, ტექნოლოგიების, კვლევის, პოლიტიკის ანალიზის გზით.

ინსტიტუციური წევრობის ფარგლებში BTU-ს შესაძლებლობა ექნება ქსელის წევრებთან ერთად მხარი დაუჭიროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებას და მობილიზებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ჩაერთოს სხვადასხვა ინიციატივებში მსოფლიოს წამყვანი მდგრადი განვითარების ექსპერტებთან თანამშრომლობით და განახორციელოს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები, ღონისძიებები და აქტივობები.

გაეროს Sustainable Development Solutions Network (SDSN) 2012 წელს დაარსდა და ამჟამად 146 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ბიზნესისადატექნოლოგიებისუნივერსიტეტი,რომელიცახლახანს SDSN-ს წევრი გახდა, აქტიურად მუშაობს მდგრადობის მიმართულებით. უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ მდგრადობის ლაბიც გაიხსნა. ლაბის მიერ საქართველოში პირველი, მდგრადობის სასწავლო მოდული შემუშავდა.

Wavy Line

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნიკოლოზ სირაძე (რენტო ჯგუფი)

"ჩვენ არ შევჩერდით და ყურადღებით დავიწყეთ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პულსზე მიყურადება, რომელიც აუცილებლად გვიკარნახებდა, თუ სად გაჩნდებოდა მოთხოვნა"

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს