ბიზნესდაჯილდოება 2022 დაიწყო2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესდაჯილდოება 2022 განახლებული ნომინაციითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეშვიდე წელია, თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს. 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება საქართველოში ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციასა და ბიზნეს საზოგადოების განვითარებას ემსახურება. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ცდილობენ, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტი
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად,თიბისიწელსაცსიახლესსთავაზობსბიზნეს სექტორს და არსებულ ნომინაციებს ახალი კატეგორია დაემატა:

  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

ამასთან, მიმდინარე წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ორი სპეციალური ჯილდო: გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

აღსანიშნავია, რომ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც.წელს, პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიანდა გამარჯვებულებს საუკეთესო პროდუქტისა და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციებში გამოავლენენ.

"ბიზნესდაჯილდოებას წლების განმავლობაში წარმატებით ვახორციელებთ და ამ ხნის განმავლობაში, უამრავ ბიზნესს მივეცით მოტივაცია, არ შეწყვიტონ განვითარება და განახორციელონ მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობა. რთულია, გამოყო ის უნიკალური და მთავარი ნიშა, რასაც ვეძებთ კონკურსის ფარგლებში - სწორედ ამიტომ გვაქვს მრავალფეროვანი ნომინაციებიც. თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ანტრეპრენერებს ჰქონდეთ ჟინი, სიყვარული და თავდადება საქმისადმი. როცა ეს ყველაფერი სახეზეა, წარმატებაც გარდაუვალია. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ბიზნესს უამრავი წარუმატებლობა შეხვდეს გზაზე, ეს მიდგომა აუცილებლად იმუშავებს და ჩვენც სწორედ ამ დამოკიდებულებების წახალისებას ვემსახურებით", - აღნიშნავს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

"მსგავსი ტიპის დაჯილდოებები და კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - მცირე ბიზნესისთვის. როდესაც სტარტაპი გაქვს, დამფუძნებელს ძალიან ბევრ საკითხზე უწევს ფიქრი, აქედან გამომდინარე. გაქვს მომენტებიც, როდესაც ფიქრობ, ნამდვილად გიღირს თუ არა ის საქმე, რასაც აკეთებ ან არის თუ არა ეს საქმიანობა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული. სწორედ ამიტომ, მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღება და აღიარების მოპოვება, არის დამატებითი ემოციების მომტანი დამფუძნებლისთვის და დარწმუნება იმაში, რომ რა საქმიანობასაც ახორციელებს, ნამდვილად გამოსადეგია საზოგადოებისთვის", - აღნიშნავს ნათია ნინიკელაშვილი, Soflidan.ge-ის დამფუძნებელი.

“რამდენიმეწელია,რაცთიბისისბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი ვარ და წელს მაქვს შესაძლებლობა, შევაფასო ის ბიზნესები, რომელთაც რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლი აქვთ. დაჯილდოება ქმნის ახალ ცოდნასა და გამოცდილებას და ცდილობს, აღმოაჩინოს ის ახალი ბაზრები და მომხმარებლები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ვცდილობთ, წავახალისოთ სხვადასხვა ტიპის ბიზნესები და ხელი შევუწყოთ ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებას", - აცხადებს მედეა ტაბატაძე, საკონსულტაციო კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი.

ტრადიციულად, პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და "აწარმოე საქართველოში". ამასთან, პარტნიორობის ფარგლებში, UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global Climate Partnership Fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. დაჯილდოებას ჰყავს კიდევ ერთი მხარდამჭერი, კვლევითი კომპანია ANOVA, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას.

გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, ხოლო დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.

დაინტერესებულ ბიზნესებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შევსება მითითებულბმულზე.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს