ბილაინმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, უკრაინის წითელი ჯვრის მხარდასაჭერად 100,000 ლარის შემოწირულობა განახორციელაკომპანია აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისოჯგუფ”ვიონის”წევრი,მობილიურიოპერატორი „ვიონი საქართველო" (ბრენდიბილაინი) რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველივე დღიდან მხარდაჭერას უცხადებს და გვერდში უდგას უკრაინელებს. რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინაში მყოფ ბილაინის მომხმარებლებს კომპანია როუმინგში ინტერნეტს საჩუქრად აძლევს. ბილაინის ქსელიდან უკრაინის მიმართულებით SMS შეტყობინებები და ზარები როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ტელეფონებზე უფასოა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქველმოქმედო ნომერზე 16222 ბილაინიდან ზარის შედეგად გაკეთებული შემოწირულობა სრულად გადაეცემა წითელ ჯვარს, რომელიც თავის მხრივ დახმარებას უწევს უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას. დამატებით, დღეს ბილაინმა, კომპანიის სახელით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 100,000 ლარი შემოწირულობის სახით განახორციელა, უკრაინის წითელი ჯვრისთვის. ბილაინის თანამშრომლების პირადი შემოწირულობებით კი შეძენილ და გაგზავნილ იქნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინიდან მომავალი ლტოლვილებისთვის პოლონეთის საზღვარზე.

„ამ უმძიმეს დროს, ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა გვერდში დავუდგეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი უკრაინის მოსახლეობას და დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია. პირველ რიგში ეს ეხება ჩვენი მომსახურების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მეორე - ჰუმანიტარული, მათ შორის ფინანსური დახმარების გაწევა. სამწუხაროდ, ომის შედეგად მხოლოდ იმატებს უკრაინელების რიცხვი, ვისაც საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით მხარდაჭერა ესაჭიროება, ამდენად თითოეულ შემოწირულობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით უკრაინის გვერდში და ვუსურვებთ, რომ ომი მალე დასრულდეს", განაცხადეს ბილაინში.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს

ინდუსტრიული ტრენდები

EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

კომპანიამ ეკოლოგიურად 100%-ით ნატურალური მასალის ავეჯის წარმოება დაიწყო