ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე - თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

რას აზღვევ, როცა ავტომობილს აზღვევ? ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა, როგორც თიბისი დაზღვევის მომხმარებლების კვლევიდან გამოიკვეთა, არცთუ ისე მარტივია.

სწორედ ამიტომ, ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზარზე 3-წლიანი პირველობისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტაავტოდაზღვევა გასაგებ ენაზეეთარგმნა და ამ გზით უკვე დაზღვეული და სამომავლოდ დასაზღვევი ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაემარტივებინა.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი დაზღვევამ თავისი სადაზღვევო კონტრაქტი გაამარტივა, წინადადებები მოარგო ქართული ენისათვის ავთენტურ წყობას. ავტოდაზღვევის კონტრაქტისთვის შეიქმნა ყველაზე გასაგები ფონტი, რომელიც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გადმოწეროს და გამოიყენოს ხელშეკრულებისთვის. ახალ ფონტში ფიგურები მეტად გახსნილია, გაიზარდა ასო-ნიშნების ზედა და ქვედა ტანი და შედეგად, სიტყვის ფორმები უფრო მეტად მორგებული გახდა მკითხველზე.

ვებგვერდისcontractica.geსაშუალებით განახლებული კონტრაქტის ნახვა და ფონტის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანები იშვიათად თუ კითხულობენ კონტრაქტს, რისი მთავარი მიზეზიც რთული წინადადებები და ზოგადად ტექსტის კითხვადობის პრობლემაა (პატარა ზომის ფონტი, ასო-ნიშნების თვალისათვის რთულად აღსაქმელი მოხაზულობა და სხვ.). შედეგად, ხშირად არასწორი წარმოდგენები გვექმნება იმის შესახებ, თუ რა მომსახურებასა და პროდუქტს ვყიდულობთ.

თიბისი დაზღვევა ორიენტირებულია დანერგოს და განავითაროს მომსახურების customer-centric მოდელი, რისთვისაც საწყის წერტილს, რა თქმა უნდა, არსებული მომხმარებელები, მათი საჭიროებები, სურვილები და რეკომენდაციები წარმოადგენს. სწორედ დაზღვეულთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიქმნა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე. კომპანია მიზნად ისახავს სამომავლოდ ყველა პროდუქტისათვის გაამარტივოს სადაზღვევო კონტრაქტი და შედეგად, დაზღვეულებისა და ბიზნესის ურთიერთობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი