ალტე უნივერსიტეტი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალტე უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ანგულარის სასერტიფიკატო კურსს იწყებს, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები IT პროფესიონალებისთვის.

ალტე უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი კურსის მიზანია, უპასუხოს საქართველოში არსებულ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია IT სფეროში პროფესიონალი კადრების სიმცირესთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესებული პირების აქტიურად ჩართვა პროექტში, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა ჩართულობაზეც. წარმატებული კურსდამთავრებულების უმეტესობას ექნება უნიკალური შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა საქართველოში წამყვან უმსხვილეს კომპანიებში, მიიღოს სერტიფიკატი და დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.

"Angular არის IT პროგრამირების ენა, რომლითაც იწერება მულტიფუნქციური ვებ-გვერდები და აპლიკაციები, როგორიც არის მაგალითად - Google-ის ძირითადი პლატფორმები, საქართველოში უამრავი კომპანიის შიდა მოხმარების აპლიკაცია და სხვა. ეს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა ჩვენი ქვეყანა დღესდღეობით პროფესიონალი კადრების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ანგულარის სასერტიფიკატო კურსი ორმაგად საპასუხისმგებლოა, გამომდინარე იქედან, რომ ალტე უნივერსიტეტისთვის IT ინდუსტრიის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ქალების გააქტიურება, სამოქმედო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია". - აღნიშნავს ირინკა დავითაშვილი, ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.

"მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ალტე უნივერსიტეტთან, რის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ ოცდაათ როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ IT პროფესიონალს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში Angular-ის მიმართულებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებაში. შეძენილი უნარები კურსის თითოეულ მონაწილეს მისცემს უამრავ შესაძლებლობას და შეუქმნის პრაქტიკულ სასწავლო გარემოს, სადაც ის მიიღებს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. " - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი.

სასერტიფიკატოპროგრამაზერეგისტრაცია 27 სექტემბერს დაიწყო. მონაწილეთა შერჩევა კი ორ ეტაპად - ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 6 თვიან პროგრამაზე სწავლას ნოემბრის დასაწყისში დაიწყებენ. პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, ეწვიეთბმულს.

Wavy Line

Related Topics

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ