აქ。ახლა,თიბისიშიუკვეშესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისიში სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ.

თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს. სწრაფი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 15.5%-დან (ეფექტური 18.5%-დან) ხოლო, იპოთეკური სესხის შემთხვევაში - 10.5%-დან (ეფექტური 18.5%-დან) იწყება. რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-secured-by-remittance-campaign

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ