აჭარაბეთი და Startup Grind ფესტივალს გამართავენ თემაზე ''ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან''ფესტივალი 18-21 ივნისს გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

"ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან", ტექნოლოგიური ფესტივალი Startup Grind-ის ორგანიზებით 18-21 ივნისს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი „atech:restart". Covid 19-მა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევებზე, დღეს მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა, ამიტომ Atech:restart-ის მთავარი თემაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გახლავთ.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამოცანა, რომელსაც მონაწილის პროექტმა უნდა გასცეს პასუხი, შემდეგია: "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?".

გუნდებისრეგისტრაციაუკვე დაწყებულია. გუნდში შეიძლება იყოს 1-4 წევრამდე (ასაკობრივი შეზღუდვით +18).

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს.

სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მილიონზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. თბილისის წარმომადგენლობა 3 წელზე მეტია მოქმედებს. მისი ორგანიზებით მუდმივად იმართება სტარტაპ ღონისძიებები, რომლების სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას, განათლებას და საქმიანი კავშირების დამყარებას ემსახურება. გასულ წელს კი რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ კონფერენცია გამართეს.

ფესტივალს Startup Grind-ი, კომპანია აჭარაბეთთან ერთად ატარებს.

ღონისძიების მედია მხარდამჭერი: Entrepreneur Georgia

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ინდუსტრიული ტრენდები

#ტენექართულად

პირველი ქართული USB-კაბელი გარემოს დასაცავად

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს