8000 მოსავლის ღვინის ყუთი - სიახლის მოლოდინიარ იცი, რა მოგივა, მაგრამ იცი, რომ ის აუცილებლად საინტერესო იქნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8000 მოსავალი

კომპანია8000 მოსავალიახალ პროდუქტს წარმოგვიდგენს, რომლითაც ღვინოსთან ურთიერთობასა და მისგან მიღებულ გემოვნურ გამოცდილებებს უფრო საინტერესოს ხდის. თუ რას გულისხმობსღვინის ყუთი, ამის შესახებEntrepreneur-ს კომპანიის თანადამფუძნებელი,ირაკლი ჩხაიძეესაუბრა:

ღვინის ყუთი– ასე ჰქვია ჩვენს ახალ პროდუქტს, რომელიც არსობრივად გულისხმობს ღვინის ყოველთვიურ გამოწერას. გამომწერი სასურველ დროსა და ადგილას იღებს8000 მოსავლისმიერ შერჩეულ ღვინოს მათივე შევსებული კითხვარის გათვალისწინებით. კითხვარი შეეხება მათ გემოვნურ მოლოდინსა და სურვილებს.

როგორც აღმოჩნდა, მთავარი, რასაცღვინის ყუთითვყიდით, არის სიახლის მოლოდინი, რადგან სასურველ ღვინოსთან ერთად, იქ ახალი აღმოჩენები ელოდებათ გამომწერებს.

8000 მოსავლისარაერთი სტუმარი ახალი ღვინის დაგემოვნებას ვერ ბედავს და მაღაზიაში ყოველი სტუმრობისას მხოლოდ ნაცნობ ღვინოს მიირთმევს. ვფიქრობთ, ამ ადამიანებმა ღვინის გასინჯვაში მეტი გაბედულება ჩვენ უნდა მოგვანდონ.ღვინის ყუთისპროდუქტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ესაა – არ იცი, რა მოგივა, მაგრამ იცი, რომ ის აუცილებლად საინტერესო იქნება, რადგან ეს ღვინოები შენი მინიშნებების მიხედვით არის შერჩეული და ამასთან, ფარული დეგუსტაციის შედეგად მაღალი შეფასების მქონეა.

ამ პროდუქტის შექმნით, ჩვენი მიზანია, ღვინის სმის გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ.

რაარის გამოწერის საფასური და რას იღებს გამომწერი ამ ფასად?
ჩვენ რამდენიმე პაკეტი შევქმენით, რომლებიც განსხვავდებიან ღვინის ბოთლების რაოდენობით. ყველაზე იაფი 33 ლარი ღირს და მისი გამოწერის შემთხვევაში, მიიღებთ ერთ ბოთლ ღვინოს, როგორც უკვე ვთქვით, თქვენი გემოვნების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ამასთან ერთად თქვენ გეკუთვნით:

  • მთელი თვესაიტიდანღვინის შეძენის შემთხვევაშიუფასო მიწოდების სერვისი.
  • პერსონალური სომელიეს მომსახურება,რაც გულისხმობს ნებისმიერ დროს ღვინოსთან ან8000 მოსავალთანდაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციას. მაგ: ხშირად ხდება, როდესაც მოვხდებით გარემოში, სადაც ღვინის დიდი არჩევანია და რთულია გადაწყვეტა, რომელი მივირთვათ. ამ შემთხვევაში, სატელეფონო ზარით, ან მიმოწერითაც შეგიძლიათ თქვენს პერსონალურ სომელიეს მიმართოთ, რომელმაც უკვე იცის თქვენი გემოვნება და დაგეხმარებათ არჩევაში.
  • ღვინო, რომელსაც გამოწერისას მიიღებთ, ყოველთვის იქნებაუფრო დაბალ ფასად, ვიდრე მაღაზიაშიგაიყიდება. ამ შემთხვევაში, ღვინო, რომელსაც მიიღებთ, მაღაზიაში ყოველთვის ეღირება 33 ლარზე მეტი.
  • და როგორც ზემოთ ვახსენეთ, რატომაც ჩვენს გამომწერებს მოსწონთ ეს პროდუქტი, ალბათ არისსიახლე, რომელსაც მთელი თვე ელოდებიან.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ გამოწერის შემთხვევაში, არ ყიდულობთ მხოლოდ ღვინოს. მასთან ერთად არის მთელი ამსარგებლების ერთობლიობა.

როგორიაუშუალოდ პროცესი – გამოწერიდან ღვინის მიღებამდე?
გამოწერის მსურველი8000 მოსავლისსაიტსუნდა ესტუმროს და მარტივი ონლაინოპერაციით გამოიწეროს მისთვის სასურველიღვინის ყუთი. ამის შემდეგ ის ელექტრონულ ფოსტაზე კითხვარს მიიღებს, რომლის შევსების შემდეგაც პასუხებს ჩვენი სომელიეები გააანალიზებენ და ყუთის დაკომპლექტებასაც მასზე დაყრდნობით დაიწყებენ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ღვინის არჩევა ჩვენს მაღაზიაში ახალშემოსული ღვინოებიდან ხდება. ჩვენთან ყოველთვიურად დამოუკიდებელი დეგუსტატორების მიერ ფარული დეგუსტაციის გზით დაახლოებით 100-მდე ღვინო ისინჯება, დახლებზე კი მათგან საუკეთესო ხვდება. ყუთისთვის ღვინის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სწორედ ამ ახალი ღვინოებიდან საუკეთესო შეფასების მქონეთ.

ღვინის გასინჯვის შემდეგ, გამომწერს მის პერსონალურ სომელიესთან საკუთარი შეფასების გაზიარება შეუძლია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მიუახლოვდეთ მათთვის სასურველ გემოებს.

ღვინის ყუთისგაგზავნის დროს, ერთგვარ სიახლესაც ვთავაზობთ გამომწერებს 3 სხვადასხვა სტიკერის სახით.

1. „ღვინო თქვენი გემოვნებით"– ვაკრავთ იმ ღვინოს, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია მის მოლოდინთან.

2. „წესით, მოგეწონებათ" –ესსტიკერიეკვრებაღვინოს, რომელიც შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს მის სასურველ ჯიშს, ან პირობითად რეგიონის ღვინოს, მაგრამ ვფიქრობთ, ღვინის გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ეს უნდა მოეწონოს და ახლის გასინჯვის საშუალებას ვაძლევთ.

3. „ეს ჩვენთვისაც ახალია"– ეს უკვე ის ღვინოა, რომელიც ჩვენთვისაც აღმოჩენა ხდება ტექნოლოგიური, არომატული, გემოვნური თუ ჯიშური თვალსაზრისით, და გვსურს ის სხვებსაც გავუზიაროთ. ეს ადამიანები სწორედ ის ხალხია, ვისაც უპირველესად უნდა გავუზიაროთ ჩვენი აღმოჩენები.

კითხვარის შევსების დროს, გამომწერი უთითებს თარიღს, თუ რომელ რიცხვში სურსღვინის ყუთისმიღება და ყოველთვე ავტომატურად იღებს მას მითითებულ მისამართზე. ასევე, გამომწერს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს პერსონალურ სომელიეს და გააუქმოს გამოწერა.

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი