4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოშიგაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„მწვანე", ეკომეგობრული პრინციპების გათვალისწინება თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ახალი შესაძლებლობა და მზარდი ტრენდია. ბიზნესკომპანიები სხვადასხვა სახით ცდილობენ საკუთარი საქმიანობა არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ ეკოაუცილებლობებსა და გამოწვევებს მოარგონ, რითაც ეფექტურად პასუხობენ როგორც გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევებს, ასევე მომხმარებლების მოთხოვნას.

წლიდან წლამდე იზრდება „მწვანე" ბიზნესკომპანიების რიცხვი მთელ მსოფლიოში და მას არც საქართველო ჩამორჩება. დღეს უკვე არაერთ კომპანიას აქვს დეკლარირებული გარემოსდაცვით მიზნებთან თავსებადობა მისი ეკომეგობრული პროდუქტის წარმოების საშუალებით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

AE Solar |მზისპანელებისწარმოება

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც გერმანული კომპანია AE Solar-ის ქართულ ფილიალს წარმოადგენს. იგი გერმანული მრავალმილიონიანი ინვესტიციით განხორციელდა. სწორედ ქუთაისში წარმოებული მზის პანელებით მომარაგდება 3 კონტინენტის − ევროპის (კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნები), ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის არაერთი ქვეყანა.

000年საწარმო16日კვადრატულმეტრფართზეაგანთავსებულიდა გეგმის მიხედვით, წლიურად 500 მეგავატი სიმძლავრის პანელები უნდა აწარმოოს. თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში, პირველ ეტაპზე ქუთაისიდან პანელები ევროპის ბაზარზე გავა.

FREGOBUS|ელექტროავტობუსებისწარმოება

FregoBus საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას ისახავს მიზნად. პროექტი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, თუმცა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და საქალაქო ელექტროტრანსპორტი დედაქალაქში უკვე გადაადგილდება. რამდენიმე თვეში საწარმოც გაიხსნება, რისთვისაც უკვე გაფორმდა ხელშეკრულებები ჩინურ ZTE Corporation-სა და გერმანულ EURABUS-თან.

FregoBus-ის ინიციატივითა და ამ ორი უდიდესი საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით, 2019 წლის ბოლოს, ქვეყანა ელექტროავტობუსების პირველ ნაკადს გამოუშვებს. გეგმის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს ქალაქის ქუჩებში თბილისში წარმოებული ელექტროავტობუსები გამოჩნდებიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროავტობუსები ეკოლოგიაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, რადგან მას არ გააჩნია გამონაბოლქვი. კომპანიის დაკვეთით კვლევაც ჩატარდა, რომლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ელექტროავტობუსებით ჩანაცვლდება, თბილისში CO2-ის გამოყოფა 30 ათასი ტონით შემცირდება და დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად დაიწევს.

მსგავსისტატია:FREGOBUS

“აიქარი”|ელექტრომობილისწარმოება
ქუთაისში ეკოლოგიური ელექტრომობილების წარმოება წელს დაანონსდა. კომპანია „აიგრუპი" ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე „აიქარის" საწარმოს აშენებს. ელექტრომობილების დიზაინზე ცნობილი ქართველი ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია ზრუნავს.

კომპანიას ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს, რომლის მიხედვით 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია საწარმოო ხაზის სრულად გაშვება, ხოლო 2020 წლის დასაწყისიდან კი წარმოება უკვე აქტიურ ფაზაში შევა. კომპანიაში თავდაპირველად 300 ადგილობრივი დასაქმდება და წელიწადში 5000 ელექტრომობილს გამოუშვებს. პროდუქტი როგორც ექსპორტზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი.

„ბიოდიზელჯორჯია"|ეკოლოგიურისაწვავისწარმოება

კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია" ეკოლოგიურად სუფთა საწვავს აწარმოებს, რაც მავნე და მძიმე მეტალებით დაბინძურებული გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმოების ტექნოლოგია და ლაბორატორია ულტრათანამედროვე ევროპული ტექნიკითაა აღჭურვილი.

„ბიოდიზელ ჯორჯია" ნავთობკომპანია FREGO-სთან თანამშრომლობს, რის შედეგადაც მისი შეძენა წლევანდელი წლიდან FREGO-ს ავტოგასამართ სადგურებში იქნება შესაძლებელი, ფასი კი საბაზრო ღირებულების შესაბამისი იქნება.

ბიოდიზელის მთავარი ღირებულება საწვავის ეკომეგობრულობაა. გარდა ამისა, იგი ძრავას სტანდარტულ საწვავზე ბევრად უკეთაც ინარჩუნებს, რადგან მისი ყველაზე დატვირთული ნაწილები ბლანტ სითხეში უფრო ეფექტურად მუშაობს და ცვეთაც ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად ბიოდიზელი 2014 წელს ილიას უნივერსიტეტის საპილოტე პროექტის ფარგლებში დაამზადეს.

მსგავსისტატია:ბიოდიზელიეკოლოგიურისაწვავისაქართველოდან

Wavy Line
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი