ბიზნესი VS კორონავირუსი - ეკატერინე კვირიკაშვილი (Samsung)"კორონავირუსმა გამოწვევებზე სწრაფად ადაპტირება გვასწავლა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

კორონავირუსმა ფაქტობრივად ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მაღაზიების დახურვამ თავიდან მომხმარებელში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ტექნიკის ონლაინ შეძენას მიჩვეულები არ იყვნენ. თუმცა ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით, ონლაინგაყიდვების მარტივი და ეფექტური პროცესით, მაქსიმალურად ვეცადეთ არ შეგვეფერხებინა მათთვის საჭირო მობილური თუ საოჯახო ტექნიკის უმოკლეს ვადებში უსაფრთხოდ მიწოდება. პანდემიის აქტიურ პერიოდშიც კი, არ შეგვიწყვიტავს მომხმარებელთან სოციალური გვერდებისა თუ სხვა მარკეტინგული არხებით კომუნიკაცია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კომპანია ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა.

თანამშრომლების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობის დაცვა კომპანიის გლობალური პოლიტიკაა. შესაბამისად, გვაქვს ადაპტირებული გრაფიკი, რის მიხედვითაც დისტანციური და საოფისე საქმიანობები დაბალანსებულია ისე, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხო გარემო. სრულად დაცული გვაქვს WHO-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები; ბუნებრივია, შეზღუდულია მივლინებები, ასევე თავს ვარიდებთ ფიზიკურ შეხვედრებს და სამუშაო შეხვედრები მაქსიმალურად ონალინრეჟიმში მიმდინარეობს. ამ ყველაფერში კი ჩვენი მოწინავე ტექნოლოგიები გვეხმარება.

კორონავირუსმა გამოწვევებზე სწრაფად ადაპტირება გვასწავლა. ადამიანების ფიზიკურმა დისტანცირებამ, მუშაობის, სწავლისა და ცხოვრების სტილის ცვლილებამ, კიდევ უფრო გაზარდა ისეთი ტექნიკის მნიშვნელობა, რომელიც შინ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს შეგვიქმნის და ამასთანავე, მუდმივ კავშირს შეგვინარჩუნებს გარემოსთან. შესაბამისად, კომპანია „სამსუნგი" მზად არის შეხვდეს ახალ, უკეთეს მომავალს და შესთავაზოს მომხმარებელს ისეთი პროდუქცია, რომელიც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს და გაუხალისებს.

ბიზნესსექტორის ჩართულობა მსგავსი გლობალური კრიზისების მართვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი სწორი გადაწყვეტილებებითა და სწრაფი ადაპტირებით, თითოეულ ადამიანს გაუმარტივონ ამ პერიოდით გამოწვეული სტრესი.

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს