გაუფრთხილდით ვირებს და მეცნიერებს!აღმოვაჩინოთ ანტრეპრენერი ჩვენში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, როგორც ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც გზის დასაწყისში ხელშეწყობა სჭირდებათ. გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, როგორც ძვირფას, მაგრამ მსხვრევად ნივთებს. გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, როგორც მეცნიერებს − მათ უნდა ამოხსნან საქართველოს მომავალი განვითარების ბურუსით მოცული ამოცანა. გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, როგორც მუშა ვირებს, მათ „აღმართში" უნდა აიტანონ მომავალი საქართველოს ეკონომიკა.

გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს ჩვენ გვერდით, ჩვენ შორის, ჩვენში.

გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს ყველა სფეროში, რადგან ანტრეპრენერობა არ არის მხოლოდ დღემდე უცნობი და გამოუყენებელი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა. გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, მათ შეუძლიათ ახალი და ჯანსაღი ფორმატისა და პროდუქტების შექმნა.

გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, მათ შეუძლიათ ახლის დაბადება.

მიუღებელია, როცა არქაულ ბიზნესერთეულებს ვაძლევთ შეღავათებს, ინიექციებს. სინამდვილეში, ვიცავთ მათ მფლობელებს შესაძლო კონკურენტებისაგან და ვკლავთ მათში მიძინებულ ანტრეპრენერებს.

აღმოვაჩინოთ ანტრეპრენერი ჩვენში.

სამთავრობო სტრუქტურების შეხვედრები „მსხვილ გადამხდელთა კორპორაციებთან" არის ანაქრონიზმი. ეს არის მხარეების თამაში და კეკლუცობა: ბიზნესი აქ წარმოდგენილი და მოწოდებულია კონკრეტული ბიზნესების ლობირებისათვის და იღებს კიდეც ამ ბენეფიტს, ხოლო სამთავრობო სტრუქტურები იყენებენ ამ ფორმატს თავისი მარკეტინგისათვის. როლების ასეთ განაწილებაში ბიზნესს სრულიად არ უჭირს თავის ენერგიულად დაქნევა. სამაგიეროდ, სახელისუფლებო სტრუქტურები იყენებენ ამ ბიზნესებს, როგორც მაშველ რგოლებს შესაბამის ვითარებაში.

ეს არ არის მოედანი და ფორმატი, სადაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გადაწყდება. ეს არის მახინჯი პრაქტიკა.

ვუგულშემატკივროთ ანტრეპრენერებს.

შევქმნათ Think-tank-ების ინსტიტუტები და ასე გავუკეთოთ ლობირება საუკეთესო იდეებს და პროექტებს. ავამუშავოთ „პონტისთვის" შექმნილი „საქართველოს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ". ავამუშავოთ მკვდრადშობილი „საქართველოს კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" და გავაჩინოთ პრაქტიკული ქეისები. შევქმნათ მოედნები Angel Investor-ებისთვის. შევქმნათ მოედნები Startups-ერებისათვის. გავასუფთავოთ მოედანი კაპიტალის ბაზრისათვის. მოვრჩეთ ამ „ვოტჩინების" შემოფარგვლას, ბარიერების დაწესებას და ჩაკეტვას ახალი მოთამაშეებისათვის. ვიფიქროთ Barriers to Entry-ის დაძლევის გზებზე.

გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს − კრეატიულ, შემოქმედებით ადამიანებს.

საზოგადოებამ და სამთავრობო სტრუქტურებმა „ბიზნესის ხმა" უნდა გაიგონონ ინდუსტრიების მიხედვით შექმნილი პროფესიული გაერთიანებებისაგან და არა პრივილეგირებული ბიზნესგაერთიანებების საშუალებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება დარგობრივი პროფესიული გაერთიანებების (ფინანსური, საკომუნიკაციო, დეველოპერული, სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელი, სადაზღვევო, და ა.შ. ინდუსტრიები) კრებსითი აზრი, რათა დავინახოთ რა ხდება, რა უჭირს, რა რეალობა და რა პერსპექტივებია მთლიანად დარგში/მიმართულებაში და არა რას ფიქრობს კონკრეტული პროდუქტის თუ სერვისის მომწოდებელი.

ანტრეპრენერებს გავუფრთხილდეთ − „კლასიკურები" თავის თავს თვითონ მიხედავენ.

მიეცით გზა ანტრეპრენერებს.

ისეთიდროცდადგება,როცაცალკეულიანტრეპრენერებიაღარ იქნებიან ანტრეპრენერული თვისების მატარებლები. მაშინ მათ თქვენი გაფრთხილება აღარ დასჭირდებათ. მაშინ თქვენ უნდა უფრთხოდეთ მათ. უნდა უფრთხოდეთ, რადგან ისინი გახდებიან ინერტულები, არასაინტერესოები და განვითარების მუხრუჭები.

გავუფრთხილდეთ ანტრეპრენერებს, მათ შეუძლიათ ახლის დაბადება.

შემეძლო ამ პოსტზე საქართველოს მთავრობა „დამეთაგა" და ამით ზოგიერთი მკითხველის სიმპათია გამომეწვია, მაგრამ ასე იოლად რომ იყოს საქმე, მისი გადაწყვეტაც იოლი იქნებოდა.

ეს ნაციონალური საკითხია (ბოდიშს ვიხდი პათეტიკისათვის).

ანტრეპრენერებს გავუფრთხილდეთ!

„გაუფრთხილდით ვირებს და მეცნიერებს!" − ნაპოლეონ ბონაპარტი, ლაშქრობა ეგვიპტეში.

Wavy Line
ტარიელ გვალია

დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი

Related Topics

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

სიახლეები

რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ