თბილისში ''სილიკონ ველის'' ინვესტორების ტრენინგი ''როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად'' ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

თბილისის მერიის, ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკისა" და Start Up Grind Tbilisi-ის ინიციატივით, 12-13 ნოემბერს, თბილისს „სილიკონ ველის" ტოპ ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები: Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი - ჯონათან თაუერი (Jonathan Tower), საერთაშორისო ჰოლდინგის Game Groove Capital-ის მმართველი საბჭოს წევრი - მარვინ ლიაო (Marvin Liao) და US Market Access Center-ის დამფუძნებელი - კრის ბერი (Chris Burry) სტუმრობენ.

ვიზიტისფარგლებში,13 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ტრენინგი - „როგორ მოვემზადოთ ვენჩურული კაპიტალის მოსაზიდად" (Getting Ready to Venture Capital) ჯონათან თაუერმა, მარვინ ლიაომ და კრის ბერიმ ჩაატარეს და ქართული სტარტაპების წარმომადგენლებს ვენჩურული ფონდების მიერ სტარტაპების შერჩევის პროცესისა და სტარტაპების სწრაფი ზრდის პოტენციალის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ გამოცდილება გაუზირეს. მათ ასევე ისაუბრეს ქართულ სტარტა ეკოსისტემასა და გლობალურ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, ბიზნესის სწორად პოზიციონირებასა და საინვესტიციო პიჩის მნიშვნელობაზე. ასევე იმ შეცდომებზე, რომლებსაც სტარტაპები ვენჩურულ ფონდებთან თუ ზოგადად ინვესტორებთან ურთიერთობისას უშვებენ. ტრენინგი კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, რომლის განმავლობაშიც პასუხები გაეცა სტარტაპების კითხვებს ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობების მიმართულებით.

პროექტის მიზანს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა და საინვესტიციო პოტენციალის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ასევე გილისხმობს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად მომზადებას.

პროექტის მხარდამჭერია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

Business News

ქართულმა სტარტაპმა Scroll-მა კვიპროსში დაიწყო ოპერირება

"მუშაობა აია ნაპადან დავიწყეთ. შემდეგ იქნება ნიქოზია და ლიმასოლი"

სიახლეები

ანტრეპრენერი, რომელიც ემოციური ბალანსის მიღწევაში გეხმარებათ

ბალანსი, ავთენტურობა და სიყვარული − თამუნა ჩიჩუას "ემოციური ინტელექტის სკოლის" მთავარი ღირებულებებია

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს