第比利斯胃周- პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი,第比利斯胃周, საქართველოში 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს მიშლენის მიერ აღიარებული, მსოფლიოში წამყვანი შეფები და ქართული გასტრონომიის გამორჩეული წარმომადგენლები უმასპინძლებენ.

პროექტის მიზანია, Gastro Week-ის სტუმრებს შეუქმნას დაუვიწყარი გამოცდილება და შესთავაზოს უნიკალური გემოები, ხოლო გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ ახალი პერსპექტივა და მნიშვნელოვანი კონტაქტები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაში დაეხმარება.

第比利斯胃周-ის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან:

ჟოაო ოლივეირა- პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი

მაურიციო ზილო- ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი;

ჯანინა რუედა- ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი;

მაკსუტ ასკარი- თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი;

ვოლოდიმირ იაროსლავსკი- უკრაინა, კიევური Chef's Table-ის ბრენდშეფი;

კრისტიან ბრასკ ტომსენი- დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.

4 და 6 კერძისგან შემდგარი უნიკალური ვახშმები, სომელიეების მიერ შერჩეული ქართული ღვინო, ექსკლუზიური კინო-ჩვენება, უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ვახშამი, ცოცხალი მუსიკა, ვორქშოფები ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის და სხვა - ეს იმ აქტივობათა არასრული ჩამონათვალია, რასაც第比利斯胃周დამსწრე აუდიტორიას შესთავაზებს. ამასთან, მსოფლიოში გამორჩეული შეფები განსაკუთრებულ ვახშმებს წარმატებულ ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ:ეკუნა გაჩეჩილაძე, ირაკლი ასათიანი, მიშა ავსაჯანიშვილი,ერეკლე ღონღაძე,თამთა კიკალეიშვილი, გიორგი სარაჯიშვილი.

რა მნიშვნელობის არის Tbilisi Gastro Week საქართველოსთვის და რა უნიკალური შესაძლებლობები გაიხსნება გასტრონომიით დაინტერესებულთათვის? – Entrepreneur-ის კითხვებს ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტი, Tbilisi Gastro Week-ის იდეის ავტორი და ორგანიზატორი,ირაკლი ნადარეიშვილიპასუხობს:

ირაკლი, თქვენი აზრითა და გამოცდილებით, ზოგადად, რა გამოწვევები და პერსპექტივები არსებობს დღეს ქართულ გასტროკულტურაში?

მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც დავიწყეთ ამ პროექტის კეთება, რა თქმა უნდა, ვესაუბრებოდით საერთაშორისო ექსპერტებსა და შეფებს, რომლებიც მარალი დონის გასტრონომიულ ინდუსტრიას წარმოადგენენ, მათ შორის - მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფებიც. კითხვაზე, თუ რამდენად ჰქონდა აზრი საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი, მივიღეთ მარტივი პასუხი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ე.წ. "მაღალი გასტრონომია", ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი - გემოვნება, დანარჩენი ყველაფერი კი უკვე დეტალებია.

ჩვენგვაქვსავთენტურიდამსოფლიოშიცნობილიძალიანკარგი სამზარეულო, თუმცა გვსურს, დავარღვიოთ არსებული პარადიგმა და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ხინკლისა და ხაჭაპურის ქვეყანა, არამედ - შეგვიძლია ბევრად უფრო მეტი. ამიტომაც, გასტროკვირეულში დიდი ყურადღება ეპყრობა გასტრონომიას. გვექნება 4 და 6 კერძისგან შემდგარი ვახშმები, სადაც გაიცვლება დაუვიწყარი გემოები და განხორციელდება შეფების კოლაბორაციები.

მსგავსი ტიპის ფესტივალი საქართველოში არ ჩატარებულა და პირველად ჩამოდიან ისეთი საერთაშორისო მასშტაბის შეფები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიო გასტრონომიაში.

როგორ გაჩნდა第比利斯胃周-ის ფესტივალის იდეა? როგორ დაუკავშირდით მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებს მსოფლიო მასშტაბით?

ფესტივალის ჩატარების იდეა 2021 წელს დამებადა და მაშინვე დავეკონტაქტე თეკუნა გაჩეჩილაძეს. მას საერთაშორისო მასშტაბით საკმაოდ დიდი აღიარება და ნდობა აქვს, სწორედ მისი დახმარებით შევძელით ამ შეფების მოწვევა საქართველოში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2008-2009 წლებთან შედარებით, როდესაც სხვა ფესტივალებს ვაორგანიზებდით, დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ტრენდული ქვეყანაა და ყველანაირად ცდილობენ, გვეწვიონ და გაეცნონ ჩვენს ქვეყანას.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს ფესტივალი და რა ახალ პერსპექტივებს გაუხსნის კვირეულის სტუმრებს როგორც ადგილობრივი, ისე - საერთაშორისო მასშტაბით?

პირველ რიგში, ფესტივალი განკუთვნილია გასტრონომიის ენთუზიასტებისთვისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დარჩეთ და შეიგრძნონ უნიკალური გემოები. სტუმრებისთვის ეს იქნება გამოცდილება იმდენად, რამდენადაც ქართველი და უცხოელი შეფები ისაუბრებენ უახლესი გასტრონომიული ტრენდების შესახებ, გაცვლიან ინფორმაციას, ბიზნეს კონტაქტებს და სხვა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო მედიაც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გააშუქებს აღნიშნულ ღონისძიებას. დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი ერთად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინდუსტრიის განვითარებაში.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქველმოქმედო ვახშამი მიეძღვნება უკრაინას, თუმცაყოველ შემდგომ ფესტივალზე, სტუმრები შეარჩევენ რამდენიმე ახალგაზრდა შეფს და საქველმოქმედო თანხით დავაფინანსებთ მათ, გაიარონ სტაჟირება მიშლენის რესტორნებში.ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გასტრონომიით არის დაინტერესებული.

ირაკლი, მოგვიყევით მეტი საქველმოქმედო ვახშმის შესახებ. რა ფორმატით გამოხატავთ უკრაინის მხარდაჭერას?

ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაიმე ფორმით გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. სწორედ ამიტომ, 30 სექტემბერს Tbilisi Gastro Week უკრაინის მხარდასაჭერ, საქველმოქმედო ვახშმს გამართავს. საქველმოქმედო ვახშმის წამყვანი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულება იქნება. ევგენია მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოდის საქართველოში და სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის სიტყვითაც გამოვა. ამასთან, საქველმოქმედო ვახშამს უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი წარმოგვიდგენს და საზოგადოებას გააცნობს უკრაინულ კულტურასა და გასტრონომიულ მიდგომებს. ღონისძიებაზე შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინულ ფონდში.

რას წარადგენს საქართველო გასტრონომიულ ფესტივალზე? რა ტიპის კერძებს მიექცევა მეტი ყურადღება? შემოგვთავაზებთ თუ არა კერძებს ტრადიციული ჭურჭლით?

ფესტივალის ფარგლებში ქართველი შეფები საკუთარ რესტორნებში გაუმასპინძლდებიან სტუმრებს, ჩაუტარებენ ვორქშოფებსა და მასტერკლასებს და ასევე, გაასინჯებენ თავიანთ ავთენტურ კერძებს. თითოეული შეფი წარმოადგენს ქართული კერძების საკუთარ ვარიაციას, აქედან გამომდინარე, გვექნება საკმაოდ მრავალფეროვანი კერძები.

რას შეეხება ვორქშოფები და ლექციები? ვინ გაუძღვება აღნიშნულ მასტერკლასებს?

ყველა ვახშამი, რომელიც მოიცავს 4 და 6 კერძს, ფაქტობრივად, ითვლება ვორქშოფში. გარდა ამისა, გახსნის დღეს გვექნება ექკლუზიური კინო-ჩვენება, სადაც ნათლად არის ასახული მიშლენის ვარსკვლავი და ის მაღალი სტანდარტები, რაც აქვს საერთაშორისო გასტრონომიას. აქედან გამომდინარე, ფესტივალის თითოეული კომპონენტი სტუმრებს ჩაახედებს შიდა სამზარეულოში და გააცნობს გასტრონომიის თანამედროვე ტრენდებსა და ტენდენციებს.

ამასთან, 1 ოქტომბერს, "ცისკარში" ყველა შეფი გააკეთებს პრეზენტაციებს - სტუმრებს გაასინჯებს კერძებს და ისაუბრებს ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული კვირეული გასტროტურიზმის განვითარებას საქართველოში?

ზოგადად, გასტროტურიზმი არის ეკონომიკის მასტიმულირებელი კომპონენტი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გასტროტურიზმის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის პროექტია და მონაწილეობენ მაღალი კლასის შეფები, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენც გავხვდებით ე.წ. მაღალი გასტრონომიის ოჯახის წევრები.

მიიღებს თუ არა ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს და როგორ ფიქრობთ პროექტის განვითარებას?

第比利斯胃周ჩატარდება ყოველწლიურად, შემოდგომის პერიოდში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში გვექნება სხვადასხვა სეზონური პროექტები - მაგალითად, ზაფხულში ვგეგმავთ ბრაზილიურ სეზონს, რომლის ფარგლებშიც გვესტუმრებიან ინდუსტრიის ლიდერი შეფები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მუდამ აქტიურად განვახორციელებთ პროექტებს, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გასტრონომიის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

Wavy Line
狗万官方企业家,ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ