“საქართველოსკრიპტოეკოსისტემამზადაა,რომBinance-ის მსგავს უმსხვილეს ბირჟას ჰქონდეს ადგილობრივი წარმომადგენლობა''ტიგრან გამბარიანი, Binance-ს გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

7 ოქტომბერს, მსოფლიოში წამყვანი კრიპტობირჟა Binance-ის საგამოძიებო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ სამსაათიან ტრენინგს კიბერდანაშაულისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომელსაც ეროვნული მარეგულირებლის 30-ზე მეტი თანამშრომელი დაესწრო.

აღნიშნული ტრენინგი ქართული ფინანსური უწყებებისა და მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის თანამშრომლობის დასაწყისია, რაც ახლო მომავალში, ადგილობრივი კრიპტოეკოსისტემის სწრაფ განვითარებასა და წინსვლას უყრის საფუძველს.

ცნობისათვის, ტრენინგს უძღვებოდა Binance-ის გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ტიგრან გამბარიანი, ხოლო Entrepreneur-ს სურს მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგთავაზოთ:

უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ რა მიზანს ემსახურება Binance-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფულის გათეთრების ინსპექციასთან? რა კონკრეტულ თემებს შეეხებოდა ტრენინგი?

Binance-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელიც ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარდა, არ ყოფილა სრულყოფილი სასწავლო პროგრამა, რომელსაც ჩვენი გლობალური ინიციატივის ფარგლებში ვახორციელებთ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ღონისძიება უფრო მეტად გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ქართულ მხარეს განვუმარტეთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების მეთოდები და განვიხილეთ რამდენიმე ცოცხალი მაგალითი. ძირითადი მიზანი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედით, გახლდათ ჩვენი სურვილი გვესაუბრა მარეგულირებლებთან, დაგვემყარებინა დიალოგი და ასევე წარგვედგინა ჩვენი სამუშაო ჯგუფები, ჩვენი საგამოძიებო გამოცდილება გაგვეზიარებინა და Binance-სა და ადგილობრივი ფინანსური უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივაზე გვესაუბრა.

როგორია დღესდღეობით კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის პრაქტიკა გლობალურ ბაზარზე და თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით?

Binance, ისევე როგორც სხვა ბირჟები და ბანკები ახორციელებს ტრანზაქციების მონიტორინგს. კრიპტოვალუტების მონიტორინგისას ანალიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება, რომლებიც პლატფორმაზე მაღალრისკიანი ტრანზაქციების გამოსააშკარავებლად მუშაობს. ჩვენ ყველა შესაძლო და ძირითად პროვაიდერს ვიყენებთ, როგორებიცაა: Chainalysis, Elliptic, Ciphertrace და სხვა. თითოეული მათგანი გამოიყენება ჩვენი შესაბამისობის პროგრამისა და საგამოძიებო ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევების გამოსავლენად. ჩვენ 20-ზე მეტი გამომძიებელი გვყავს, რომლებიც მანამდე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდნენ და ზოგიერთი მათგანი სხვა კრიპტობირჟასთანაც თანამშრომლობს. ისინი ძირითადად ტრანზაქციების მონიტორინგითა და სანქციების დარღვევის/შესაბამისობის საკითხებით არიან დაკავებული.

პირადად მე, აქამდე 10 წლის განმავლობაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ აგენტად ვმუშაობდი და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გამოძიებების დიდი ნაწილი მაქვს ჩატარებული, თუმცა ამავდროულად დაკავებული ვიყავი ფინანსური და ორგანიზებული დანაშაულისა და ფინანსური ტერორიზმის საქმეებით.

რაც შეეხება საქართველოს, კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩვენ გვაქვს მექანიზმები გლობალური მასშტაბის დანაშაულების გამოვლენისა და მათთან მუშაობის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ რეგიონებზე არ ვკონცენტრირდებით.

რას გვეტყოდით დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისების რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით? სად დგას ამის საჭიროება და პირიქით, ხომ არ ეწინააღმდეგება ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების ჩართულობა ამ სფეროში, თავად დეცენტრალიზაციის არსს?

უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც კრიპტოსამყაროში ვარ. ვიყავი მთავრობის მხარესაც და ვმუშაობდი სამართალდამცავ ორგანოშიც. მე ამ ინდუსტრიაში ვარ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც კრიპტობირჟები საკმაოდ პატარა და შეზღუდული საზოგადოებები იყო. თუმცა ინდუსტრია გაიზარდა და კრიპტოგრაფიკის მიზანი დღეს, ადამიანებისთვის ფინანსური თავისუფლების უზრუნველყოფაა. მაგრამ ფინანსური თავისუფლება კანონების არსებობას არ გულისხმობს, პირიქით, თუკი კანონების ჩარჩოში მოქმედებთ თქვენ ტრანზაქციების თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა გიჩნდებათ. ადამიანს შეუძლია საზღვარგარეთ წავიდეს და ფინანსები თავად განკარგოს, ბანკის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ მოიხმარონ კრიპტოაქტივები ლეგალურად, კანონის სრული დაცვით. თუმცა ამის მიუხედავად, კარგად ვიცნობ არალეგალური და არაკეთილსინდისიერი მიზნებით კრიპტოვალუტის გამოყენების გზებს, რის გამოც ვფიქრობ, რომ რეგულირება ცუდი სულაც არაა.

რეგულირება მომხმარებელთათვის დამატებითი უსაფრთხოების ერთ-ერთი მექანიზმია და ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ რეგულირება განაპირობებს ადამიანების უფრო აქტიურ ჩართულობას ამ ტექნოლოგიებში. კრიპტოსამყაროში უამრავი ადამიანია, თუმცა ყველა მათგანი აუცილებლად ანტისახელმწიფოებრივად არაა განწყობილი. ისინი უბრალოდ დაინტერესებულნი არიან იმით, რომ მათი აქტივები სწრაფად და ეფექტურად გაცვალონ და არ ინერვიულონ დამატებით რისკ-ფაქტორებზე, დახარჯულ დროსა და ტრანზაქციულ დანახარჯებზე. ამგვარად, მე არ განვიხილავდი ცენტრალური მთავრობის ჩარევას ნეგატიურ მოვლენად. და როდესაც კომპანიას სურს საკუთარი სერვისი მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ადამიანების დიდი რაოდენობისთვის, ვალდებული ხდება წესების მიხედვით ითამაშოს. ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთხოვთ გაგვიზიაროთ გლობალური მნიშვნელობის ქეისი, რომელშიც უშუალოდ მიგიღიათ მონაწილეობა.

Binance——მდეაშშ——სშიდაშემოსავლებისსამსახურის(IRS-CI) კიბერ-დანაშაულების გამოძიების განყოფილების სპეციალური აგენტი გახლდით ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, სადაც მრავალი მილიარდი დოლარის მითვისების რამდენიმე კიბერ-გამოძიებას ვხელმძღვანელობდი, მათ შორის იყო ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორებიცაა: "ჰიდრა", Silk Road-ის კორუფციული დანაშაული, "Twitter vip" ანგარიშების გატეხვა და თანხების გამოძალვა და ა.შ.

2020年წელსმომხდარიTwitter VIPსაქმე,ერთ——ერთიყველაზე საინტერესო იყო ჩემი მუშაობის პერიოდში. ჰაკერებმა მოახერხეს უამრავი ანგარიშის გატეხვა, მათ შორისო ჯო ბაიდენის, ილონ მასკის და არაერთი ცნობილი ადამიანის და ავრცელებდნენ თაღლითურ პოსტებს, რომლებშიც ისინი ხალხს თანხის გაგზავნას სთხოვდნენ და ამ თანხების გაორმაგებას ჰპირდებოდნენ. FBI-სთან თანამშრომლობით, ჩვენ მალევე დავადგინეთ თუ ვინ იდგა ამ საქმის უკან. კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის მეშვეობით და Binance-ს დახმარებით, მოვახერხეთ სწორ კვალზე გასვლა და აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში ბავშვები ფიგურირებდნენ. სულ რაღაც ორ კვირაში, ჩვენ დავადგინეთ თუ ვის ეკუთვნოდა Binance-ს ანგარიში, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა გადარიცხვები და ბოროტმოქმედი 17 წლის ბიჭი აღმოჩნდა ფლორიდიდან. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გარდა ამისა, თანხის სრულად ანაზღაურებას დაეკისრა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ სასარგებლო შეიძლება იყოს კრიპტოვალუტისა და ზოგადად ბლოკჩეინ სისტემის გამჭვირვალობა, მსგავსი ფინანსური დანაშაულების აღსაკვეთად ან გასახსნელად.

დასკვნისათვის, როგორ შეაფასებდით ქართულ კრიპტობაზარს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების კუთხით და რა პერსპექტივები გვაქვს ამ მიმართულებით?

ჩემი აზრით, ქართული კრიპრობაზარი საკმაოდ განვითარებულია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყობილი კრიპტოჯიხურები, კრიპტომატები და სრული ეკოსისტემა ადასტურებს. კრიპტოვალუტას ყველგან შეიძენთ და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. კრიპტოუსაფრთხოების ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან კარგად არ ვიცნობ ამ კუთხით ქართულ ბაზარს, თუმცა ის, თუ რამდენად სწრაფად იზრდება ცნობიერება კრიპტომიმართულებთ და რამდენადაა ჩართული ხალხი ამ სფეროში, ნამდვილად ბევრზე მეტყველებს.

ვფიქრობ, საქართველოს კრიპტოეკოსისტემა მზადაა, რომ Binance-ის მსგავს უმსხვილეს ბირჟას ჰქონდეს ადგილობრივი წარმომადგენლობა, რათა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა გაცილებით შეღავათიან ფასად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განახორციელონ ტრანზაქციები.

ის, რაც საქართველოში დამხვდა ამ კუთხით, გაცილებით აღემატება ჩემს მოლოდინებს. მართლა გაოცებული ვიყავი, ვინაიდან აშშ-შიც კი ამჟამად სრული კრიტოქაოსია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც საკმაოდ მაღალია განათლების დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ადამიანებს ესმით რასაც აკეთებენ და ერკვევიან ტექნოლოგიებში.

საბოლოო ჯამში, საქართველო თბილად დაგვხვდა და ყველა, ვისთანაც ვისაუბრეთ, პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენზე, მათ შორის, ვგულისხმობ მარეგულირებელ ორგანოებსაც, რომლებიც საკმაოდ დადებითად არიან განწყობილი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის მიმართ.

Wavy Line
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ინდუსტრიული ტრენდები

სამშენებლო კომპანია ''დაგი'' – სამშენებლო ბიზნესის 20 წელი

300-ზე მეტი პროექტი დაარსებიდან დღემდე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი