პროკრედიტ ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის Google Pay უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს! Google Pay-ის მხარდაჭერით Mastercard ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით და მათი ციფრული ბარათები Android და WearOS მოწყობილობებზე შეინახონ.

მომხმარებლები პროკრედიტ ბანკის Mastercard-ის ბარათების განთავსებას Google Wallet-ში შეძლებენ.Google Walletარის ციფრული საფულე, რომლითაც შესაძლებელია გადახდების წარმოება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია დაშვებული.

Mastercard ბარათების გარდა, მომხმარებლებიGoogle Wallet-ში შეძლებენ შეინახონ და ისარგებლონ ლოიალობის ბარათებით, თვითმფრინავის და ღონისძიების ბილეთებით.

გადახდების წარმოებაGoogle Pay-ისსაშუალებით კიდევ უფრო მეტად დაცულია. ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტოკენიზაციას მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებისმიერGoogle Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით (ე.წ ტოკენით) ხორციელდება. ტოკენი შექმნილია სპეციალურად მოწყობილობისთვის, რომელიც ყოველი ტრანზაქციის დროს იცვლება, რაც მომხმარებლის ფროდის შემთხვევების თავიდან აცილების დამატებითი გარანტიაა. ასევე, ტელეფონის დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ფუნქციით "იპოვე ჩემი მოწყობილობა" რაც ნებისმიერი ადგილიდან ტელეფონის მყისიერად დაბლოკვის, მოწყობილობის ახალი პაროლით დაცვის, ან მასში არსებული პირადი ინფორმაციის წაშლის შესაძლებლობას იძლევა.

"Google Payარის Android ტელეფონით, ან WearOS მოწყობილობით გადახდის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება მომხმარებლებისთვის 45-ზე მეტ ქვეყანაში", - ამბობს ჯენ ჩენგი,Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი. "მომხმარებლებს შეუძლიათ უბრალოდ დაამატონ თავიანთი ბარათები აპლიკაციაში Google Wallet და თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხო და დაცული იქნება ნებისმიერი შესყიდვისას."

იმისათვის, რომ თქვენიპროკრედიტბანკისMastercard ბარათი Google Pay-ში გამოიყენოთ, Google Play Store-დან ჩამოტვირთეთGoogle Walletდღეს და ისარგებლზე ყველა საბარათე უპირატესობით პროკრედიტ ბანკთან ერთად!

Wavy Line
狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

"ენთები" - წამყვანი საბუღალტრო კომპანია

კომპანია სამმა მეგობარმა − ნიკა წიკლაურმა, ნიკა მჭედლიშვილმა და დიმა ბასილაშვილმა 2015 წელს დააფუძნეს