NEXT-ი Future Hospitality Summit-ის მთავარ მონაწილედ წარსდგა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ახალი მიღწევებით,NEXTპირველი ქართული საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე Future Hospitality Summit ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ წარსდგა.

სამიტი 25-27 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართა და 1000-ზე მეტ ვიზიტორსა და 100-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ანი ოცხელი (NEXT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), ჯაიდევ მენეზეს ( Marriott International-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი), დანიელ ფონ ბარლოუენი (Accor Group-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი) და მარკ კირბი (Emaar-ის სტუმარ-მასპინძლობის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი კი იყო სკოტ ანტელი, Hospitality & Franchise-ის ცნობილი იურისტი.

NEXT& Spectrum

სამიტზე, საქართველო დეველოპერულმა კომპანიაNEXT-მა და არქიტექტორულმა კომპანია Spectrum-მა, ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ინოვაციური პროექტებით წარადგინეს.
NEXT& Spectrum-ის ერთიანი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფორმაციული, მდგრადი განვითარების შემუშავებაზე, განსაზღვრავს საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის მომავალს გლობალურ არეალზე.


Future Hospitality Summit-ის როლი უძრავი ქონების სექტორში:

ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს უძრავი ქონებისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა პროექტებს, ინოვაციურ საინვესტიციო ტენდენციებსა და იდეებს.
სამიტი, შესაძლებლობას აძლევსNEXT-ს, გამოიყენოს ეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისა და ინდუსტრიის ინოვაციური მიდგომების შესასწავლად, თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამით კიდევ უფრო გაზარდოს საქართველოს როლი ინდუსტრიის განვითარებაში.

NEXT-ის სამომავლო გეგმები

სამიტზე,NEXT-მა ახალი პროექტი სახელწოდებითNextCoral წარადგინა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის კუნძულებზე განხორციელდება.NEXT-ი ახალი პროექტით საერთაშორისო რუკაზე ოფიციალურად მოინიშნება და სიახლე არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაც ღირებული იქნება.

狗万官方企业家——ისგუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

2024 წლის გაზაფხულზე თბილისში Outlet Village იხსნება

10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს

Business News

დავით ჭიაბერაშვილი SkyTel-ის კომერციულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

"სქაიტელის" გუნდის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან, განურჩევლად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.