აღმოაჩინე კვირის საუკეთესო შეთავაზებები ველიზე

能得到你阅读企业家格鲁吉亚狗万官方nal franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება, ხშირად მნიშვნელოვანი საყიდლების უსასრულო ჩამონათვალისგან შედგება. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი საჭიროება ჩნდება და ბრენდებიც ცდილობენ გაზრდილი მოთხოვნა მრავალფეროვანი პროდუქტებით დააკმაყოფილონ. თუმცა, როგორც საჭიროებებს, ასევე ნივთების მრავალფეროვნებას ბოლო მაინც არ უჩანს. ხოლო, თითოეულ მათგანზე ყურადღების გამახვილების და გულდასმით შესწავლის დრო ცოტას თუ აქვს.

ველიზე50 000-მდეუნიკალური პროდუქტია, ხოლო მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეს, ამ ბლოგში კვირის 10 საუკეთესო შეთავაზება შეგიგროვეთ.

ნახე კვირის საუკეთესო შეთავაზებები ფასდაკლებით:

Ariete-ს ყავის აპარატი 10%-იანი ფასდაკლებით

ეს ყოველდღიური გამოყენებისყავის აპარატი, რომელიც ცნობილი იტალიური ბრენდის Ariete-ს სიამაყეს წარმოადგენს საშუალებას მოგცემს ყოველი დღე ენერგიულად დაიწყო და შენი ლაღი დილები უგემრიელესი ყავის არომატით აავსო. ის შექმნილია პირდაპირ ყავის მარცვლებიდან უგემრიელესი ყავის სწრაფი და მარტივი მომზადებისთვის.

ესპრესოს ავტომატური აპარატი შესანიშნავია მთლიანი მარცვლებისგან ყავის მოსამზადებლად. ჩაშენებული საფქვავის მეშვეობით, შეძლებ ყოველ დილას, ახალდაფქული, არომატული ყავა მიირთვა. ეს ელეგანტური, კომპაქტური მოწყობილობა ყავის ავთენტური გემოსა და არომატის შენარჩუნების გარანტიას გაძლევს. კაპუჩინატორი უზრუნველყოფს სრულყოფილი, შესანიშნავი კონსისტენციის რძის ქაფის მომზადებას, რაც საშუალებას გაძლევს ესპრესოსთან ერთად, ლატე ან კაპუჩინოც მოამზადო.

CeraVe დამატენიანებელი ლოსიონი 10%-იანი ფასდაკლებით

კანის სიჯანსაღის, ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად არ უნდა გამოგრჩეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – დამატენიანებელი. წლების განმავლობაში კანი უფრო მშრალი ხდება. 25 წლამდე, მსუბუქი, მცენარეული დამატენიანებელი საკმარისია მაკიაჟთან ადვილად შერწყმისთვის. 30 წლის შემდეგ ორგანიზმისთვის სულ უფრო რთული ხდება კანის დამხმარე ნივთიერებების დამოუკიდებლად გამომუშავება. ამიტომ საჭიროა უფრო ძლიერი პროდუქტები.

CeraVe დამატენიანებელი ლოსიონი3 აუცილებელი კერამიდის კომპლექსით, MVE - ტექნოლოგიითა და ჰიალურონის მჟავის შემადგენლობით 24 საათიან დატენიანებას უზრუნველყოფს, აღადგენს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს.

adidas, LEGO x RapidaZen Infantარის ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი ერთდროულად ორი გიგანტური ბრენდისგან, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ. adidas-ისა და LEGO კოლაბორაციით შექმნილი ვარდისფერი ბოტასი, ნამდვილად წარმოუდგენელ სიხარულს მიანიჭებს ბავშვებს.

Madame Coco-ს ორსაწოლიანი ზეწარი 30%-იანი ფასდაკლებით

Madame Coco სახლის ტექსტილისა და დეკორაციის წამყვანი ბრენდია, რომელმაც მომხმარებლის გული ორიგინალური და მარტივი ელეგანტურობის შერწყმით მოიგო. პროდუქტებით, რომლებიც ფრანგული ხაზების შთაგონებით და ფერების ჰარმონიით არის შექმნილი.

Madame Coco-ს ეს ელასტიკური ბოლოს მქონე ზეწარიმატრასს მარტივად და იდეალურად ერგება. დამზადებულია, რბილი ბამბის მასალისგან, რომლის შეხებაც განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებს. შესანიშნავია მყუდრო გარემოს შესაქმნელად და მშვიდი ძილისთვის.


ერთადგილიანი ჰამაკი-სკამი 21%-იანი ფასდაკლებით

აგარაკზე თუ აივანზე,ჰამაკი-სკამიშენი სიმყუდროვის და კომფორტის განუყოფელი ნაწილი გახდება. ჰამაკი დამზადებულია მხოლოდ ნატურალური მასალისგან – ხისა და ტილოსგან.

ტილოს ეს ჭრელი, ულამაზესი ჰამაკ-სკამი შეგიძლია შენთვის სასურველ ადგილას ჩამოკიდო და მყუდროდ მოეწყო ფილმების საყურებლად თუ მეგობრებთან ხანგრძლივი საუბრებისთვის.

ელექტრო ჩაიდანი Ariete 9%-იანი ფასდაკლებით

Ariete Classic ელექტრო ჩაიდანს, რომელიც სწრაფად და მარტივად ადუღებს წყალს, 1.7 ლ მოცულობის წყლის ავზი აქვს. ჩაიდანს კორპუსზე დატანილი აქვს ადვილად წასაკითხი წყლის დონის ინდიკატორი, რაც ადუღების პროცესს უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის, ასევე ის საშუალებას გაძლევს მხოლოდ საჭირო რაოდენობის წყალი აადუღო. კორპუსზე მოთავსებულია ჩართვა-გამორთვის გადამრთველი.


ბატუტი 38%-იანი ფასდაკლებით

ესბატუტიბავშვებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცევა და მათ მთელ ყურადღებას დაიკავებს. ბატუტი შესანიშნავი გასართობი იქნება ნებისმიერ ადგილას, აგარაკზე, სანაპიროზე, ქალაქის რეკრეაციულ ზონებში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში.

მისი მაქსიმალური დატვირთვა 150 კილოგრამია, აქედან გამომდინარე, ბატუტით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს.

Meow, კლასიკური ჭაჭა 20%-იანი ფასდაკლებით

MEOW– ახალი, ვარდისფერი შეფერილობით შეფუთული ალკოჰოლი იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც ნამდვილი გართობა უყვარს და ნაზ, მაგრამ ამავდროულად ძლიერ ხასიათთან შეხვედრის არ ეშინია. ამაზე მეტყველებს მიაუს მსუბუქი და მარტივი სახელიც, რომელიც სასმლის შინაარსს და განწყობებს ზუსტად გამოხატავს.

კახური ყურძნის ჭაჭა, დამზადებულია კახური ტრადიციული მეთოდით, ყურძნის რბილობისა და ღვინის ერთად გამოხდის გზით. ჭაჭას აქვს უნიკალური მახასიათებლების მქონე არომატი და დაუვიწყარი გემო.

ეზოს სადღესასწაულო განათება 30%-იანი ფასდაკლებით

ეს განათება შექმნილია შენს ეზოში ნამდვილი დღესასწაულის მოსაწყობად.Koopman-ის Led განათება-სთეთრი თბილი ნათება აქვს და იდეალურია წვეულების დროს ეზოს გასანათებლად. ნათურას აქვს IP44 ადაპტერი.

ქვაბების და ტაფის ნაკრები 30%-იანი ფასდაკლებით

გემრიელი საკვების მოსამზადებლად სამზარეულოში აუცილებელია შესაბამისი პირობები და აღჭურვილობა. გაიცანიKaraca BioDiamond Pro ჭურჭლის კომპლექტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მზარეულების არჩევანია.

შექმენი საოცრებები შენს სამზარეულოში ამ უკიდურესად გამძლე შვეიცარიული დიზაინის ჭურჭლის ნაკრებით. კომპლექტში შემავალ ქვაბები და ტაფები თავისი განსაკუთრებული დიზაინით შენს სამზარეულოს ელეგანტურ იერს შემატებს.

ის საშუალებას გაძლევს მოამზადო ჯანსაღი და გემრიელი კერძები და განსაკუთრებული გამძლეობის წყალობით შეგიძლია მრავალი წელი გამოიყენო. სამზარეულოს ნაკრები მდგრადი ზედაპირით გამოყენებისას უსაფრთხოა ლითონის ჭურჭელთან და ხელის ბლენდერებთან ერთად.

ერთადგილიანი ჰამაკი 40%-იანი ფასდაკლებით

ჰამაკიზაფხულისგრილისაღამოებისკომფორტისთვის ნამდვილი მარგალიტია, რომელიც წარმოუდგენელ ნეტარებას მოგანიჭებს ეზოში თუ სახლში. მოთავსდი კომფორტულად და დაისვენე ტილოს ჭრელ, ულამაზეს ჰამაკში. ჰამაკს ასევე მოჰყვება შესანახი ჩანთა.

შეიძინე სასურველი ნივთები ზაფხულისთვისსაუკეთესო შეთავაზებითველიზე და მიიღე შეკვეთა იმავე დღეს, დროის სასურველ მონაკვეთში.

Wavy Line
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

Entrepreneur-ის მკითხველის თვალით დანახული ანტრეპრენერი...

ტექნოლოგიური ტრენდები

Payze-ის გზა საქართველოდან სან ფრანცისკომდე

500 Georgia - უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოდან "სილიკონ ველიმდე"

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!