რას საქმიანობენ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრილი სტარტაპები?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომელი სტარტაპები მოხვდნენ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში. 30 ქვეყნიდან შემოსულ 239 განაცხადს შორის 15 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც სამთვიან ინტენსიურ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

საინტერესოა, რას საქმიანობენ ეს სტარტაპები, ვინ არიან მათი დამფუძნებლები და რამდენ ქვეყანაში ოპერირებენ ისინი? ეს სტარტაპებია:

Bonpara

ეს არის ორჰან აჰმადოვისა და ნიჯათ ასადოვის მიერ თურქეთში დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო B2B2C პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ფულის დაზოგვის გზებს სთავაზობს; გარდა ამისა, ის თავის პარტნიორებს ეხმარება, გაყიდონ მეტი პროდუქტი, მოიპოვონ მომხმარებლის კეთილგანწყობა და შეიძინონ ახალი კლიენტები. აღსანიშნავია, რომ Bonpara თურქეთს გარდა, ასევე ოპერირებს აზერბაიჯანშიც.

Calen Ai

Calen Ai ირაკლი ბესელიძის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის ჯილდოს ფლობს. პლატფორმა ბიზნესებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი ასისტენტის შექმნას სთავაზობს. შედეგად, ბიზნესები შეძლებენ, მოახდინონ მომხმარებლებთან საქმიანი დიალოგების ავტომატიზაცია. აქვე გეტყვით, რომ Calen Ai საქართველოს გარდა ოპერირებს დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Crosscreators

Crosscreators——იცქართულისტარტაპია,რომელიცსოფიკოვარაზაშვილმა და ანი მანჯავიძემ დააფუძნეს. ეს პლატფორმა ბიზნესებს ეხმარება, აუგმენტური რეალობის მეშვეობით აწარმოონ კომპანიის მარკეტინგი. სტარტაპი საქართველოს გარდა, ასევე ოპერირებს უკრაინაში და მას უკვე ჰყავს მომხმარებლები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

Epoint

Epoint არის შპს Global Innovations-ის პროდუქტი, რომელიც აზერბაიჯანში ჰასან ჰასანოვმა და ზეინალ კარიმზადამ დააფუძნეს. ეს არის ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში.

GOTCHA

GOTCHA არის კომპიუტერულ ხედვაზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რომელიც ამოიცნობს მიკროემოციებს ადამიანის სახის ქცევის ანალიზის საშუალებით. ის აღმოაჩენს ფარულ ემოციებს და ხსნის შესაძლო მოტყუების შემთხვევებს სახის კუნთოვანი მოქმედებების ანალიზით, ქცევითი მეცნიერების კვლევის საფუძველზე.

ეს B2B პლატფორმა სომხეთში ანნა გევორგიანმა დააფუძნა. ამ ეტაპზე კი მისი საპილოტე ტესტირება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც.

iDialogue

iDialogue არის EdTech პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს 160 ქვეყნიდან აერთიანებს. სტუდენტები კი მისი მეშვეობით სწავლობენ ენებსა თუ სხვადასხვა საგანს და აქვთ აქტიური კომუნიკაცია დარგის წამყვან ექსპერტებთან.

ეს პლატფორმა ნატალია ბოუთმა და ოლესია ალექსანდროვამ უზბეკეთში დააფუძნეს. დღესდღეობით კი სტარტაპის უმეტესი გაყიდვები CIS ქვეყნებზე მოდის.

Kings

კინგსი საქართველოში დაფუძნებული აკადემიური ოლიმპიადაა, რომელიც რომა მარკარიანმა, ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ დააფუძნეს. კონკურსი ყოველწლიურად სხვადასხვა საგანში ტარდება. 2020 წლიდან ეს ოლიმპიადა ლიეტუვაშიც ამოქმედდა, ხოლო 2022 წლიდან კი - ბულგარეთში.

Kovzy

Kovzyალექსანდრეცინცაძისადასანდროდარსაველიძისმიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, შექმნან თავიანთი ონლაინ რესტორანი და მიიღონ შეკვეთები პლატფორმაზევე. ასევე, მათ შეუძლიათ, თვალი ადევნონ რესტორნის მუშაობას და აირჩიონ მათთვის მოქნილი მიწოდების სერვისი.

Liveboard

LiveBoard არის ტიგრან ბარსეღიანისა და ჰასმიკ ტერ-გრიგორიანის მიერ სომხეთში შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს ეხმარება, ონლაინ შექმნან, ჩაწერონ და გააზიარონ გაკვეთილები ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს.

Praktika

Praktika არის ადამ ტურაევისა და ილია ჩერნიაკოვის მიერ გერმანიაში ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ენის შემსწავლელი აპლიკაცია, რომელსაც ინგლისურად საუბრის პრაქტიკაში ჩართული ჰყავს რობოტი.
Pyme

Pyme არის საიმონ მიჩელისა და მუჰამად ბილალის მიერ საქართველოში დაფუძნებული მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მონაცემებისა და ონლაინ მოქმედებების მონეტიზაცია მოახდინონ.

QuickShipper

ეს არის ლევან კილაძის, მარიამ ახვლედიანისა და ილია გიჯაშვილის მიერ დაფუძნებული ქართული პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ხელმისაწვდომ და დროულ მიწოდებაში ეხმარება ოპტიმალური მარშრუტებისა და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის შეთავაზებით.

Tass Vision

TASS VISION არის უზბეკეთში დაფუძნებული პლატფორმა, იგივე ვიდეო კონტენტის ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ოპტიმიზაციას და შემოსავლის 15%-ით გაზრდას. Tass Vision-ის ალგორითმები საშუალებას აძლევს საცალო ბიზნესის წარმომადგენლებს, გააუმჯობესონ ბიზნესის ეფექტურობა ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით.

Text'n Pay Me

Text'n Pay Me არის სომხეთში დაფუძნებული საბანკო კლავიატურა, რომელიც საშუალებას აძლევს ბანკის მომხმარებლებს, გაგზავნონ ფული ნებისმიერ საკომუნიკაციო აპლიკაციაში. Text'n Pay Me-ს ბანკების არსებულ ციფრულ ეკოსისტემებთან ინტეგრაციით, ეს პლატფორმა ეხმარება ბანკებს, გაზარდონ მოგების მარჟა, რაც გამორიცხავს არსებული კლიენტების ბაზის დაკარგვის რისკს და ამავე დროს აძლიერებს ახალი მომხმარებლების მოზიდვის პროცესს.

Voiceloft

ეს არის აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია ხმოვან მონაცემთა შეგროვებასა და დადასტურებაზე. ის გამოიყენება მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. Voiceloft აგვარებს ხმის/მეტყველების ამოცნობის პრობლემას აქცენტებისა და არამშობლიური მოსაუბრეებისთვის.

ეს არის იმ სტარტაპთა სია, რომლებიც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადში მოხვდნენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენა, წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ მათგანს ამ დიდ და საინტერესო გამოცდილებაში.

Wavy Line

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

Business News

რა სახის სერვისებს სთავაზობს "შუაგული" მომხმარებლებს?

ზღაპრული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო თბილისიდან 15 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს