100 ქართული ბიზნესი ერთ Facebook-მაღაზიაში - ''ტერაბანკის'' ახალი ინიციატივა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკი

ელექტრონული კომერციის აქტუალობა და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება, მით უმეტეს, რომ ონლაინარხების საშუალებით მეწარმეებისთვის პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანა გაცილებით გამარტივდა. ამის ნათელი მაგალითია „ტერაბანკის" ახალი ინიციატივა, რომლის შესახებ Entrepreneur დეტალურად მოგითხრობთ.

მცირედასაშუალობიზნესისმხარდაჭერა”ტერაბანკის”ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ბანკმა სულ ახლახან კიდევ ერთი ინიციატივა განახორციელა და Facebook-ზე სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესკლიენტებისთვის ონლაინმაღაზია შექმნა.

ონლაინმაღაზიაში „ტერაბანკის" 100 ბიზნესკლიენტის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია თუ მომსახურებაა თავმოყრილი. ონლაინპლატფორმის დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს ნაწარმის ვრცელი ჩამონათვალი, შეარჩიოს კომპანია და სურვილის შემთხვევაში, თავად დაუკავშირდეს მას. Facebook-მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა: საკვები პროდუქტები, სახლი და გარემო, ჰორეკა-სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ავტოსერვისები, ლოგისტიკა და ა.შ. მაღაზია როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციას აერთიანებს.

ინოვაციური და ამავდროულად ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი Facebook-მაღაზიის მიზანია, არა მარტო გაზარდოს წარმოდგენილი ბიზნესების ცნობადობა და შესაბამისად, მომხმარებლების რიცხვი, არამედ ერთმანეთთან დააკავშიროს ისინი და ამგვარი ურთიერთმხარდაჭერით, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მათი საქმიანობების წარმატებას.

„ამ ინიციატივით, ბიზნესკლიენტების ხელშეწყობას კვლავაც ვაგრძელებთ და ნებისმიერ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, არა მარტო აღმოაჩინოს 100 ქართული ბიზნესი, არამედ ჩვენთან ერთად გახდეს მათი წარმატების თანამონაწილე. პერსპექტივაში ეს პროექტი არა მარტო კონკრეტული კომპანიების, არამედ მთლიანად „ტერაბანკის" სტრატეგიული სეგმენტისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორის − მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ნიშნავს",− აღნიშნავს „ტერაბანკის" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი, კონსტანტინე მაქაცარია.

„ტერაბანკისთვის" ბიზნესების მხრიდან ონლაინსივრცით დაინტერესება და ამ კუთხით გარკვეული მხარდაჭერის საჭიროება ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის პროექტის დაგეგმვისას გამოიკვეთა. სწორედ ამ პროექტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს ონლაინმაღაზიის შექმნისა და ონლაინგაყიდვების განვითარების იდეა, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. სამწუხაროდ, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის საჭირო და საკმარისი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესს ხშირად არ აქვს. ონლაინმაღაზიაზე არჩევანი „ტერაბანკმა" სწორედ ამიტომ შეაჩერა. გადაწყვეტილება თავად ბიზნესკლიენტების ინტერესებსაც დაეფუძნა.

შესაბამისად, იდეას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა: ბიზნესები ონლაინმაღაზიის განხორციელებაში ინტენსიურად ჩაერთნენ და „ტერაბანკის" გუნდთან მჭიდროდ ითანამშრომლეს. ეს თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. ბანკის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ინიციატივას საზოგადოების მხრიდანაც პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვება.

„ონლაინმაღაზიაზე მუშაობის პროცესი, საბოლოო ჯამში, საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. გვსურდა, შეგვერჩია ისეთი ნაკრები, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენდა ჩვენი ბიზნესკლიენტების მრავალფეროვან საქმიანობებს და ამავდროულად, მხარი დაგვეჭირა იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც ონლაინმაღაზია მიზნობრივი და განსაკუთრებით საჭირო იყო. შესაბამისად, ბიზნესკლიენტებთან არა მარტო კომუნიკაციის, არამედ მათი საქმიანობების გაციფრულების კუთხითაც მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო გავწიეთ",− აცხადებს კონსტანტინე მაქაცარია და დასძენს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ბანკი სამომავლოდაც აუცილებლად გააგრძელებს. „კონკრეტულ ფორმებზე განხილვები სწორედ ახლა მიმდინარეობს და სიახლეებს საზოგადოებას სიამოვნებით წარვუდგენთ",− აღნიშნავს „ტერაბანკის" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსი.

მცირედასაშუალობიზნესისმხარდაჭერა”ტერაბანკის”კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამ მიმართულებით ბანკმა არაერთი ინიციატივა და კამპანია განახორციელა. მათ შორის იყო„ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად", რომელიც 2021 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს Meliora-ს გამარჯვებული ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში − „მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში" გახდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Related Topics

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი